საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის წერილი იროდიონ ევდოშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 22 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვარლამ ლევანის ძე გელოვანი, აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და კარლო სიმონის ძე ჩხეიძე მეოთხე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ვასილ კირვალიძემ გამოაქვეყნა წერილი იროდიონ ევდოშვილის გარდაცვალების გამო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 22 მაისს კისლოვოდსკში ქველმოქმედი სტეფანე სვიმონის ძე ელიაძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის სახლში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ნადიმი უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის დარბაზში ქრისტეფორე კაპანაძემ წაიკითხა ლექცია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 მაისს ალექსანდრე არშაკის ძე ოღანეზაშვილმა სტავროპოლში მონაწილეობა მიიღო პატრიოტულ კონცერტში, ჭიანურზე დაუკრა „პინტელე იუდი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 მაისს სახალხო სახლში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით „ედმონდ კინი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი, ვასილ ქოჩიაშვილი და პოლიკარპე თალაქვაძე სარევიზიო კომისიის კანდიდატებად აირჩიეს. სულ 66 ახალი წევრი მიიღეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა სვიმონ ილიას ძე ფაშალიშვილის ლექსი „სალამი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის სტატია ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძის შესახებ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაურს ქუთაისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ღონისძიება

ალექსანდრე რაჟდენის ძე გიგაური I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ერმალოზ გიორგის ძე კევლიშვილის სტატია „ქალთა საკითხის გამო“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დაჭრილი ოფიცერი იასონ შიოს ძე ჩიხლაძე თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, მკურნალობდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილს ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სასარგებლოდ უნდა წაეკითხა ლექცია ქართული ხელოვნების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია ალექსანდრე იოსების ძე სუმბათაშვილის შესახებ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძეს სამასწავლებლო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე არჩილის ძე ჭიჭინაძის „ლექსთა წყობა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იასონ შიოს ძე ჩიხლაძის ლექსი „ქართველი ჯარისკაცის თავგადასავალი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის გუნდი თბილისის გარეუბნებში კონცერტებს მართავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ზაფხულში ბორჯომში გეგმავდა წარმოდგენების გამართვას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ბარბარე ნიკოლოზის ასული ყიფიანის თხზულება „ერთადერთი მარჩენელიც...“

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 29 მაისს სახაზინო თეატრში ნინო პლატონის ასული ჩხეიძისა და გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის მონაწილეობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად „ღალატი“ უნდა წარმოედგინათ.