საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87255

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ლ. ფ. პეტრაშევსკაიას კომერციული სასწავლებლის დაბალ კლასებში გოგონებთან ერთად ვაჟებსაც იღებდნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ი. მელამედი იყო ალტისტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს სამუსიკო საზოგადოებასთან არსებულ მუსიკალურ სასწავლებელში ალტის კლასით მოწვეული იყო პედაგოგი ი. ი. მელამედი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 26 აპრილის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რაფიელ (ფიდო) ყაზბეგისგან მიუღია 300 მანეთის ოდენობით შემოწირულობა პეტერბურგში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 21 ივნისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სამიწათმოქმედო მინისტრმა დაამტკიცა ივანე ხატისოვის სახელობის სტიპენდია თბილისის საბაღოსნო სკოლაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 4 მარტს ზაქარია ერისთავმა ნოტარიუსის წესით გადასცა ხაზინის რწმუნებულს ომისის მამული სამეურნეო სკოლის დასაარსებლად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის მაისის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ თბილისსა და საგურამოში უმასპინძლა საქართველოში მეორედ ჩამოსულ მარჯორი სკოტ უორდროპს, რომელსაც თან ახლდა დედა მარჯორი უორდროპი, მამა თომას კოლდუელ უორდროპი და უმცროსი ძმა თომას სკოტ უორდროპი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 24 თებერვალს გიორგი ორბელიანმა ილია ჭავჭავაძეს დეპეშით შეატყობინა, რომ სასწავლებლის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგი გაგრაში იწვევდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 13 მარტს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ხატისოვის სტატია ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ასათიანმა მანეთი გაიღო ალექსანდრე ყაზბეგის სასარგებლოდ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში ქორმეისტერის ასისტენტი იყო ი. ი. პავლიევა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნ. გ. მრევლოვი იყო კიევის საქალაქო საავადმყოფოს ინტერნატის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნ. გ. მრევლოვი იყო კიევის სამეანო სკოლის მასწავლებელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ნ. გ. მრევლოვი იყო გინეკოლოგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ განცხადების მიხედვით, ექიმი-გინეკოლოგი ნ. გ. მრევლოვი პაციენტებს ყოველდღიურად მიიღებდა ნიკოლოზის ქუჩა N42-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ კიევის სამეანო სკოლისა და კიევის საქალაქო საავადმყოფოს ინტერნატის ყოფილი მასწავლებელი ნ. გ. მრევლოვი პაციენტებს მიიღებდა მეანობისა და ქალური დაავადებების განხრით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძე იყო ქართული ენის კურსების გამგე. ექვსთვიანი კურსის საფასური 300 რუბლი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგე დიმიტრი დუმბაძის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კურსებზე ჩაწერა შეიძლებოდა 10-დან 2 საათამდე ვაჟთა პირველი გიმნაზიის შენობაში (როზენის ქუჩაზე). კურსების პროგრამაში შედიოდა: კითხვა და მართლწერა, სასაუბრო ენა, გრამატიკა, საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და გეოგრაფია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის დიმიტრი დუმბაძის განცხადება. განცხადების თანახმად, კურსების მიზანი იყო ორივე სქესის ქართველებისა და არაქართველებისთვის, ვინც ვერ ფლობდა ქართულს, სახელმწიფო ენის განხრით იმხელა ცოდნის მიწოდება, რომ შემდგომში მათ შეძლებოდათ სამთავრობო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში თანამდებობების დაკავება.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის, დიმიტრი დუმბაძის განცხადება. განცხადების თანახმად, ქართული ენის კურსები სახალხო განათლების სამინისტროს ექვემდებარებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ქართული ენის კურსების გამგის, დიმიტრი დუმბაძის განცხადება. ექვსთვიან კურსზე სწავლების საფასური 300 რუბლი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ბანკის მეორე გამოშვების აქციებზე ხელმოწერა ბაქოში შესაძლებელი იყო ნიკოლოზ ჯაყელთან პირველ ნოემბრამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავაკასიის ბანკის აქციონერთა 1918 წლის 14 იანვრის საგანგებო კრების დადგენილებითა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, ალექსანდრე ხატისოვის ნებართვით ამიერკავკასიის ბანკმა ძირითადი კაპიტალი 3 000 000-დან 6 000 000 რუბლამდე გაზარდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. სულთანოვი შეუძრავს წინა საღამოს გოლოვინის პროსპეტზე შიმშილისგან დახოცილი მოქალაქეების ნახვას. იგი მკითხველს საყვედურობს გულგრილობასა და პასიურობას. თვითონ კი არ შეეძლო გაჩუმება, ამ „მომხიბლავი“ სცენების სხვებისთვის გაზიარების მოთხოვნილება ჰქონდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ე. სულთანოვის „საღამო გოლოვინის პროსპექტზე“. მეორე სცენაში კადეტების კორპუსთან სულთანოვი გადაეყარა ტროტუარის გასწვრივ გაშოტილ მაწანწალას გაფარჩხული ხელებითა და დაღებული პირით. სულთანოვი აღუშფოთებია გამვლელთა გულგრილობას. არც კი არჩევდნენ ძაღლი იწვა მათ წინ თუ ადამიანი. მაწანწალა მკვდარი იყო. სულ ახლოს კი ძვირიან რესტორნებსა და ხმაურიან კაფეებში, საიდანაც მხიარული მუსიკის ჰანგები მოისმოდა, თავის გაუმაძღარ სტომაქს ივსებდა მოზეიმე საზოგადოება.