რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ბათუმის სამხედრო ლაზარეთში გარდაცვლილი კალენიკე ანთაძე მშობლებმა სოფ. ბჟოლიეთში გადაასვენეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 თებერვალს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ „ხანუმა“ და „დედის ერთა“ ელისაბედ ჩერქეზიშვილისა და ნიკოლოზ გოცირიძის მონაწილეობით.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 თებერვალს ბაქოში უნდა წარმოედგინათ „ყაჩაღები“, რომლიც მიეძღვნებოდა იუზა ზარდალიშვილს.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1916 წლის თებერვალში პაოლო იაშვილმა ქუთაისიდან იოსებ გრიშაშვილს წერილი გაუგზავნა, სთხოვდა, ალმანახ „ცისფერი ყანწების“ თითო ეგზემპლარი გაგზავნას შემდეგი გაზეთებისთვის: „სახალხო“, „თანამედროვე აზრი“, „Кавказская речь“ და „Закавказское слово“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა ეკატერინე მალხაზის ასულ ორჯონიკიძის ანდერძი, ანდერძის რუსული თარგმანი და მეანდერძის დაბადებისა და გარდაცვალების ცნობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა შეატყობინა, რომ თებერვალში მან მთავარ განყოფილებას სასამართლოში წარსადგენად ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი გაუგზავნა. ანდერძის მიხედვით, ცხინვალის განყოფილებას ორჯონიკიძემ 3 000 მანეთად შეფასებული 45 დღიური მიწა უანდერძა. 20 მარტს ანდერძს ვადა გასდიოდა, ამიტომ დედანაშვილი ბურჯანაძეს სთხოვდა, თუ მთავარ გამგეობას სასამართლოში ანდერძი არ ჰქონდა წარდგენილი, თებერვალშივე წარედგინა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძეს ფილტვების ანთება ჰქონდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კარლო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო სათათბიროს სხდომებს ვერ ესწრებოდა.

