საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87253

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოიწონეს ილია ჭავჭავაძის მოსაზრება, რომ საზოგადოების ანგარიშები „ივერიაში“ დაებეჭდათ და ცალკე წიგნად გამოეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მცხეთისა და ვაყის სკოლების საზოგადოების გამგეობისთვის დაქვემდებარების გადაწყვეტილება მიიღეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მირიანაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასების გარკვევა დაავალეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში შიო შიუკოვისგან და იაკობ გოგებაშვილისგან ხუთ-ხუთი მანეთი შემოწირულობა მიიღეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში დავით ავალიშვილისგან და დავით სუმბათაშვილისგან ოც-ოცი მანეთი შემოწირულობა მიიღეს.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 7 თებერვლის ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, ქობულეთის მოსახლეობის დასახმარებლად რედაქციაში ილია ჭავჭავაძისა და ლუარსაბ მაღალაშვილისგან ოც-ოცი მანეთი შემოწირულება მიიღეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ნანეიშვილი, მიხაკო მიქელაძე, აგრაფინა ჯღამაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ლალი მიქელაძე, სონია მიქელაძე, ალექსანდრე მიქელაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: მარიამ მიქელაძისა, პელაგია კანდელაკისა, ნინა სტურუასი და სხვ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად სოლომან ნასრაძემ 1 მანეთი შესწირა, ლუკა დანელიამ — 50 კაპიკი, სიმონ მენაბდემ კი — 1 მანეთი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად აბრამ ბალუაშვილმა, ოქროპირ გაგნიძემ და ზურაბ ნადარეიშვილმა 50-50 კაპიკი შესწირეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად მღვდელაძემ, სამსონ დარჯანიამ და რაჟდენ შავდიამ 50-50 კაპიკი შესწირეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად სოფრომ ბაციკაძემ 50 კაპიკი შესწირა, კონსტანტინე ფანაკაძემ — 30 კაპიკი, პავლე ცივცივაძემ კი — 5 მანეთი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს და ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა გულშემატკივრებს გაუგზავნა უწყება იმის შესახებ, რომ 8 მარტს „ივერიის“ რედაქციაში გაიმართებოდა სხდომა სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 მარტს ილია ჭავჭავაძეს ალექსანდრე ჭყონიამ წერილობით შეატყობინა, რომ ქალაქში არყოფნის გამო საგრამატიკო საკითხების განსახილველად დანიშნულ კრებას ვერ დაესწრებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ლუკა ისარლიშვილი საცენზურო კომიტეტის მდივნად მუშაობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძემ საცენზურო კომიტეტის მდივან ლუკა ისარლიშვილს წერილობით სთხოვა, არ შეეფერხებინა „საგრამატიკო საკითხების პროგრამის“ ბეჭდვაზე ნებართვის გაცემა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 1-ელ დეკემბერს ბეითალმა დედაბრიშვილმა თბილისის საყასბოში მუშაობას თავი დაანება.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის დეკემბერში თბილისის საყასბოში მხოლოდ ვართანოვი მუშაობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი წიგნი „სამშობლოსათვის თავდადება“.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის შემოდგომაზე თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა, საყასბოს მესამე ბეითლად ახალ კურსდამთავრებული სტუდენტი ვართანოვი დაენიშნა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მრევლიშვილი თიანეთის მაზრის ვეტერინარი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის საყასბოში სამი ბეითალი – დედაბრიშვილი, მელქუმოვი და ვართანოვი – მუშაობდა.