რეგისტრირებული ფაქტები81336
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-1920 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო გეორგობიანი ალექსანდრე პეტრეს ძე. ის მასწავლებელთა საბჭოს თავმჯდომარე იყო და თანამდებობაზე 1919 წლის 1-ლი ივლისიდან ირიცხებოდა, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 16000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 28000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 30000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, ოლღა ალექსის ასულის გეორგობიანი იყო სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი, ასევე ინსპექტორი, და თანამდებობაზე 1919 წლის 1-ელი ივლისიდან ირიცხებოდა, წლიური ხელფასი 1919 წლის 31 აგვისტომდე ჰქონდა 14000 მანეთი, 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე – 25200 მან., 1920 წლის 1-ელი იანვრიდან კი – 33 000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო ჩერქეზოვა თამარა ზახარის ასული. ის იყო ისტორიის, რუსულისა და ფრანგული ენის მასწავლებელი და თანამდებობაზე რიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 14000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 32400 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 46800 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო როსტოვცევა ნინა ალექსის ასული. ის იყო ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებელი და თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან, წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 7000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 21200 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 30000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო არხანგელსკაია ალექსანდრა მიხეილის ასული. ის იყო რუსული ენისა და არითმეტიკის მასწავლებელი და საბავშვო ბაღის გამგე. თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან და წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 12000 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 25800 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან გადავიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, ალექსანდრა მიხეილის ასული არხანგელსკაია, პეტროგრადის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სოხუმის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, სოხუმის პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის, ძერწვისა და ხატვის მასწავლებელი ეკატერინა პეტრეს ასული არგუტინსკაია თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი ივლისიდან და წლიური ხელფასი 1919 წლის 31 აგვისტომდე ჰქონდა 8600 მანეთი, 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე – 22000 მანეთი, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 33900 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით,ნიკოლოზ ნიკიტის ძე ფილი სოხუმის პირველი გიმნაზიის ფიზკულტურის მასწავლებელი იყო. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ლი ივლისიდან. მას წლიური ხელფასი ჰქონდა: 1919 წლის 31 აგვისტომდე 1800 მანეთი, 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე 6000 მანეთი, 1920 წლის 1-ლი იანვრიდან 9000 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919-20 წლების მონაცემების მიხედვით, მარია ვლადიმერის ასულ გედევანოვა იყო სოხუმის პირველი გიმნაზიის სიმღერის მასწავლებელი. ის თანამდებობაზე ირიცხებოდა 1919 წლის 1-ელი ნოემბრიდან. 1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე წლიური ხელფასი ჰქონდა 9 000 მანეთი, 1920 წლის 1-ელი იანვრიდან – 12 375 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი ნოემბრიდან ვალერი რიჩარდის ძე ზემიანსკი სოხუმის I გიმნაზიის ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა.