რეგისტრირებული ფაქტები90619
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში ნინო პლატონის ასული ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში გ. გუნიას, ილ. იმედაშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ანდრია მურუსიძისა და პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისს ისტორიკოს მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიის მოყვარულები თბილისიდან მცხეთაში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, I მსოფლიო ომის მონაწილე ალექსანდრე ბესარიონის ძე ჩიჩუა ბრძოლის ველზე დაიღუპა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მუსიკოსი ია კარგარეთელი ერთაწმინდაში იმყოფებოდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილი ცემში გაგზავნეს სამკურნალოდ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე ბესარიონის ძე აბაშელი სამკურნალოდ წაღვერში გაემგზავრა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისს ახალი კლუბის დარბაზში ივანე ჯავახიშვილმა ქართველ ხელოვანთა საზოგადოების თაოსნობით წაიკითხა ლექცია „ქართული ხელოვნების ისტორიიდან“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორი შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი ზამთარში თბილისში მიიწვიეს სამუშაოდ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ალექსანდრე ივანეს ნათაძე გორში ლექციების წაკითხვას აპირებდა.

