რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 სექტემბერს თელავის ქართულ სკოლაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებას ალექსანდრე ვახვახიშვილი თავმჯდომარეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძის თხოვნით თელავის ქართულ სკოლაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრება გაიმართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 სექტემბრის კრებაზე ქუთაისის დრამატული საზოგადოების გამგეობამ რეჟისორებად აკაკი ნესტორის ძე ფაღავასა და ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილის მიწვევა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1916 წლის 15 სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 სექტემბერს სახალხო თეატრში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „მეფე“ უნდა წარმოედგინათ.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 16 სექტემბერს ავადმყოფი მსახიობი ვალერიან გუნია ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა გასინჯა.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 18 სექტემბერს იწის, ჭელიაღელესა და ხოტევის მთავარანგელოზთა ეკლესიების მღვდელი სერაპიონ დავითის ძე ფანჯავიძე გარდაიცვალა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელენე გრიგოლის ძე ქიქოძე თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ვ. ფოგელისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ტ. ვასილევი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პ. ტიზენგაუზი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ე. ი. პოლტორაცკაია-მადატოვისა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნ. ვ. კალაშნიკოვა თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

