რეგისტრირებული ფაქტები92171
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ადამიანცი შინაგან და ნერვიულ დაავადებათა ექიმად მუშაობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეებმა 1866 წლის 4 აპრილის მოსაგონებლად დააარსეს საავადმყოფო, რომლის დირექტორი ქრისტეფორე ვერმიშევი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ბენკლევსკი ქირურგად იმუშავებდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ევგრაფი ივანეს ძე კრასნოგლიადოვი შინაგან ავადმყოფობათა ექიმად იმუშავებდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ივანე ივანეს ძე მინკევიჩს ქირურგად უნდა ემუშავა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ტერ-გრიგორიანცი ქალთა და ბავშვთა ექიმად მუშაობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში შტემბორსკი დერმატოლოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ხამჩინსკი ოფთალმოლოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, თბილისის მოქალაქეთა მიერ დაარსებულ სამკურნალოში ვოლფსონი სტომატოლოგად მუშაობდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სოლომონ ჩიტაძის განცხადება, რომ 21 იანვარს გაიმართებოდა ვაჭრობა, სადაც იჯარით გაიცემოდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კუთვნილი სამი საძოვარი.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მოსკოვის მიტროპოლიტმა ივანე რუდნევმა საქართველოში დააფუძნა ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, რომელსაც 500 თუმანი და 5%-იანი ბილეთები შესწირა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის თავადაზნაურობის მეთაური იყო.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის ცოლი იყო ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი ანასტასია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძე და რაფიელ ერისთავი მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმეცნიერების, ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ალექსანდრე შავერდოვი დუშეთში ამირაღოვის ქსოვილის მაღაზიის გამყიდველი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთლის თხზულება „გადია“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, იყიდებოდა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N28, რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „უცხოეთი“ წერდა, რომ უნგრეთის ფინანსთა მინისტრი გიულა საპარი თანამდებობიდან გადადგა, მის მოვალეობას მისი მოადგილე კალმან ტისა შეასრულებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი დროებით ბელა ორში დაიკავებდა.

