რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 5 აგვისტოს სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ მჭედლიძე გარდაიცვალა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893-98 წლებში იასონ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848 წელს ნიკოლოზ გიორგის ძე ყიფიანი სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წელს სამსონ გაიოზის ძე ბურჯანაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1962
ტიპი: გარდაცვალება
1962 წელს სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ დავითის ძე აბულაძე გარდაიცვალა.
1806
ტიპი: თანამდებობა
1806 წელს გიორგი პეტრეს ძე კვესიტაძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1809
ტიპი: თანამდებობა
1809-52 წლებში პავლე დავითის ძე ჭუმბურიძე სოფ. ბოსლევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გაბრიელ ქიქოძის „ქადაგებანის“ ორი ტომი თბილისისა და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წელს ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ბესარიონ მეთოდეს ძე მხეიძე სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 25 მარტს სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი პეტრე მახარას (ხოსიას) ძე მხეიძე გარდაიცვალა.
1852
ტიპი: თანამდებობა
1852-65 წლებში პეტრე მახარას (ხოსიას) ძე მხეიძე სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს ზაქარია სვიმონის ძე მგალობლიშვილი მისიონერ მოძღვრად ჩრდილოეთ ოსეთში გაგზავნეს. ზაქარიამ თან წაიყვანა ექვსი კვირის შვილი, სოფრომი და მეუღლე – მარიამ ანდრიას ასული ბიბილური.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნობელმა განაცხადა, რომ ტყიბულის ქვანახშირის წარმოებისა და ნავთის შესახებ საქმეებს ფოთის ნავსადგურში მოაგვარებდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩმა განაცხადა, რომ უსასყიდლოდ დახატავდა სურათებს „ვეფხისტყაოსნისთვის“.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილის ნაშრომები, რომლებიც გაფანტული იყო გაზეთ „დროებასა“ და „ივერიაში“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ შეკრიბა ნიკო ნიკოლაძის ნაშრომები, რომლის ცალკე წიგნად დაბეჭდვა სურდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ხიზანაშვილის წერილები „ძველი ქართული ოჯახი“ ცალკე წიგნად დაიბეჭდებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, 17 მაისს ქართულ თეატრს უნდა გაემართა წარმოდგენა „სიყვარული ახალგაზრდა ქალისა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა კონსტანტინე ყიფიანი.

