საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90736

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი დავით სოფრომის ძე მგალობლიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ნინო დავითაშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი გედევან ვასილის ძე გედევანოვი ქართული დრამატული საზოგადოების დასში უნდა მიეწვიათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვასილ ბარნოვმა დაწერა მოთხრობა „ფეხი იბრუნა“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პეტროგრადში ალექსანდრე დიმიტრის ძე არაბიძის მიერ დააარსებულ სტამბაში ქართული წიგნებიც უნდა დაებეჭდათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 26 სექტემბრამდე ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება გაიხსნა. 1916 წლის 26 სექტემბრამდე ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საზოგადო სხდომაზე განყოფილების გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ მალაქიას ძე ჯაფარიძე, ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე ხოშტარია, ნოე ალმასხანის ძე ჟღენტი და ბეგლარ იესეს ძე მამალაძე

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრემ სეზონი გახსნა ტრიფონ რამიშვილის „მეზობლებით“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ვასილ ოქროპირის ძე არაბიძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის მოთხრობა „ძველი წიგნი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, გ. ს. დემეტრაძემ ბაღდათის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის თეატრში ახალი სეზონი ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მთის ზღაპარით“ გახსნეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების საზოგადო კრებაზე გამგეობა აირჩიეს. დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ამ განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ევგენი ფურცხვანიძის თხზულება „სიკვდილის მოლოდინში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „ჩემი პასუხი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილოვან თომას ძე ხუნდაძის ლექსი „ცხოვრების სურათები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილის ლექსი „გზაზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ალექსის ძე ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „მზე-ყვავილი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლავრენტი დავითის ძე ძიძიგურის თხზულება „სულის განცდანი“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა დადიანი ბაქოს დრამატული წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 2 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კ. ძიძაძის ლექსი „შემოდგომა“.