საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87221

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 1-ელი მარტის შემდეგ ბათუმში დაიბეჭდა კრებული „ჩანგი“, რომელშიც შესულია ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“, ლექსები: „გ. აბხ...“, „რა ვაკეთეთ. რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“, „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“, ლოცვა“,„ქართლის დედას“, „ნანა“, „ელეგია“,„პოეტი“, „მესმის, მესმის“, „იანიჩარი“, „გახსოვს, ტურფავ..“, „უსულდგმულო ცხოვრება“, „გაზაფხული“, „მას აქეთ, რაკი...“ და თარგმანები: „ბედა მქადაგებელი“, „სტიროდეთ“, „ლოყით მოეპყარ“ და „კართა თანა“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის თებერვლიდან თბილისში გამომავალმა ფრანგულმა ჟურნალმა „ლე კოკაზ ილიუსტრემ“ პოემა „განდეგილის“ პროზაული ფრანგული თარგმანის გამოქვეყნება დაიწყო. თარგმანი ხელმოწერილია ინიციალებით „S. L.“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის იანვრის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის უმასპინძლა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 30 იანვარს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი პრესა“ (დასაწყისი), რომელშიც მწვავედ არის გაკრიტიკებული გაზეთი „ივერია“ და მისი რედაქტორი ილია ჭავჭავაძე, როგორც უკიდურესი რეაქციონერი.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წლის 25 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ონის უფასო საერო სამკითხველოს წევრთა წერილი მიიღო თხოვნით, რომ უსასყიდლოდ მიეწოდებინა გაზეთ „ივერიის“ ნომრები.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 22 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილომამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 30 სექტემბერს პეტრე უმიკაშვილმა გაზეთ „ივერიაში“ ქართული თეატრის ისტორიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ავტორი იხსენებს, რომ ილია ჭავჭავაძემ სტუდენტობის პერიოდში თბილისის გიმნაზიის შენობის დარბაზში დადგმულ სპექტაკლში მეფე ლირის როლი შეასრულა.

1900

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ბაქოში დავით ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილისგან შეიტყო გიორგი წერეთლის გარდაცვალება.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე და მარიამ მელიქიშვილი დაქორწინდნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილის ქორწილს დაესწრო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში იოანე იოსების ძე ციცქიშვილი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1905 წლებში იოსებ გიორგის ძე ციცქიშვილი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: გარდაცვალება

1890 წლის 11 მაისს სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი დავით მოსეს ძე ციცქიშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვალერიან თევზაძე დაინიშნა ქართული ჯარისთვის წესდებათა შესაქმნელად, მათ სათარგმნელად და გამოსაცემად დაარსებული კომისიის მდივნად.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-90 წლებში დავით მოსეს ძე ციცქიშვილი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-63 წლებში იოსებ ჩადუნელი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1906 წლებში ნიკოლოზ ბესარიონის ძე ბოდოკია სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი გიორგი კვინიტაძე სომხეთ-საქართველოს ომში სადახლოს ფრონტის უფროსად დაინიშნა.

1940

ტიპი: გარდაცვალება

1940 წელს სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ილარიონ იაკობის ძე ხოჯავა გარდაიცვალა.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს ივანე მატარაძე სოფ. გელავერის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-17 წლებში ილარიონ იაკობის ძე ხოჯავა სოფ. გეგუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წლის აჯანყების შემდეგ პოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს იოსებ ჩეჩელაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბში საორგანიზაციო დარგის უფროსი იყო.