რეგისტრირებული ფაქტები87221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წლამდე ნიკოლოზ დოღონაძე გელათის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.
1806
ტიპი: თანამდებობა
1806 წელს ტიმოთე სიმონის ძე ოდილავაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-60 წლებში იოვანე დავითის ძე დოღონაძე გელათის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი გიორგი თაყაიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ჯარების უფროსი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბში კადრების განყოფილების უფროსის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძე გაგზავნეს გაგრაში, სადაც ქართველები დენიკინის ჯარის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გენერალი ივანე ციციშვილი გაგრაში თეთრგვარდიელების წინააღმდეგ მებრძოლი ჯარის სარდალი იყო.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს ოლღას ქუჩაზე მდებარე თავად ივანე მაჩაბლის სახლში ვერის საქალაქო სასწავლებელი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის პოლიცმაისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ ნიკოლოზის ხიდის დახურვა ითხოვა. მისი თქმით, საჭირო იყო, რომ ხიდი თბილისის საგუბერნიო გამგეობის ტექნიკოსებს შეემოწმებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს განზრახული ჰქონდა, თავის ეპარქიაში ბერ-მონაზვნების საცხოვრებლები დაეარსებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველებს უნდოდათ, რომ მარტვილში 40 ბერ-მონაზვნის საცხოვრებელი დაეარსებინათ.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 1-ელ ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სამოსამართლო პალატამ სამი წლით საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ აირჩია.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 27 ივნისს ბერლინში ჩასულ ილია ჭავჭავაძეს მეგობრის, ლევან ჯანდიერის შვილმა, ილია ჯანდიერმა და იქაურმა ქართველობამ საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ილიამ მათ სიტყვით მიმართა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 26 ივნისს ბერლინში მიმავალი ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი ერთი დღით გზად ვარშავაში, სასტუმრო „ევროპეისკაიაში“ გაჩერდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 25 ივნისს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა განცხადება ილია ჭავჭავაძის საზღვარგარეთ გამგზავრებისა და „ივერიის“ დროებით რედაქტორად ვასილ სულხანიშვილი დანიშვნის შესახებ.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849-71 წლებში ანდრია ივანეს ძე მატარაძე სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი-კობახიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრაში ნახა საზღვარზე მცხოვრები, რომელიც ყოველდღე გადადიოდა ფრონტის ხაზზე და იქიდან დენიკინის ჯარის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია გამოჰქონდა.
1800
ტიპი: თანამდებობა
1800-40 წლებში ივანე მატარაძე სოფ. გვიშტიბის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

