რეგისტრირებული ფაქტები87221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910-16 წლებში მიხეილ ევგენის ძე ჩიქვინიძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს მელიტონ პაპუნას ძე იოსელიანი სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1855
ტიპი: თანამდებობა
1855-68 წლებში ივანე სიმონის ძე ქუთათელაძე სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს პოლკოვნიკი ანტონ ნაცვლიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის სამხედრო განყოფილების უფროსი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლამდე მელიტონ პაპუნას ძე იოსელიანი სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-17 წლებში თეოფანე მგალობლიშვილი სოფ. გვიშტიბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1918
ტიპი: მფლობელობა
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში მოზრდილი აგარაკი ჰქონდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გრაფ პეტრე ზარნეკაუსა და მის მეუღლეს, თამარ შერვაშიძეს გაგრაში შეფარებული ჰყავდათ პეტროგრადიდან გამოქცეული მაღალი წრის ოჯახი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის სექტემბერში გაგრის ფრონტზე ჯარის ნაწილები სახალხო გვარდიამ შეცვალა. ვალერიან თევზაძე სახალხო გვარდიის შტაბში დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის შემოდგომაზე ვალერიან თევზაძემ თეთრგვარდიელთა ჯარში მყოფი ქართველი აგენტისგან შეიტყო, რომ მტერი ბზიფის ხიდის აფეთქებას აპირებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდია ჯარმა შეცვალა. ჯარს გენერალი ივანე ციციშვილი მეთაურობდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალმა ალექსანდრე ზაქარიაძემ პოლკოვნიკი ალექსანდრე ძაგანია ბრიგადის შტაბის უფროსად დანიშნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გენერალი კირილე ქუთათელაძე მეფის რუსეთის არტილერიის უფროსის თანაშემწე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში ბოლშევიკები აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიიდან შემოიჭრნენ საქართველოში, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად წასულ ჯარს გენერალი გიორგი კვინიტაძე სარდლობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გაგრის ფრონტის სახალხო გვარდიის შტაბიდან მთავარ შტაბში დაბრუნება მოითხოვა. გენშტაბმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პოლკოვნიკ ალექსანდრე ზაქარიაძეს გენერლის წოდება მიენიჭა და გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ნოე რამიშვილი გაგრის ფრონტზე ინგლისელ გენერალს შეხვდა და ინგლისის მიმართ საქართველოს კეთილგანწყობაში დაარწმუნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ვალერიან თევზაძე იყო იმ სამხედრო სასამართლოს წევრი, რომელიც ბზიფის ხიდის ასაფეთქებლად შემოპარული რუსის საქმეს განიხილავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ვალერიან თევზაძემ გენერალ არტემ ჯიჯიხიას გაგრაში მოახსენა, რომ პეტრე ზარნეკაუს ინფორმაცია სოხუმის აღების შესახებ ყალბი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი დავით ართმელიძე ქართული ჯარის ქუთაისის ბრიგადის უფროსი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს გენერალი სოსო მდივანი აჭარაში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

