საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87221

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი კახეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, სოსო მდივანი მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის მაისში, რუსეთთან ზავის დადების შემდეგ, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ანტონ ნაცვლიშვილი მოსკოვში სამხედრო ატაშედ დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ართმელიძე გაგრასა და სოხუმში ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად წასული ჯარის სარდალი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი გიორგი თაყაიშვილი საქართველოს ჯარის ტექნიკური ნაწილების უფროსი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გენერალი იოსებ გედევანიშვილი სომხეთიდან შემოსული ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის სარდლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით საქართველოს ჯარმა ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის წაქეზებით დაწყებული აჯანყება ჩაახშო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით Горесмехов გამოქვეყნებულ საახალწლო ფელეტონში განხილულია სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი მომხრეების გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წიგნი, რომლის მიხედვით სოფელ თაქლაში მცხოვრებ ნავრუზა ყურბან-ოღლის საგურამოში მისი პირუტყვის მოვლა ევალებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა დამფუძნებელი კრების წევრმა გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძემ, რუსეთის მხრიდან – ლევ მიხეილის ძე კარახინმა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში იასონ დავითის ძე ციციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 7 ფაიფურისა და 3 ვერცხლის (ყელსაბამი, სამაჯური და ბეჭედი) ნივთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში სოფიო მიხეილის ასულმა ჩხარტიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 8 ნივთი გაიღო.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში პარასკევა ბოძაშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილ საქველმოქმედო ბაზრობას ერთი წყვილი ჭრელი ფშაური წინდა შესწირა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 28-29 მაისს მუშტაიდის ბაღში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სახალხო სეირნობა და საქველმოქმედო ბაზრობა უნდა გამართულიყო. ბაზრობაზე გასაყიდი ნივთები მსურველებს ოლღა გურამიშვილისთვის უნდა გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის აპრილში ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი კვინიტაძის მეთაურობით აზერბაიჯანისა და სომხეთის მხრიდან საქართველოში შემოსული ბოლშევიკები უკან გააბრუნა.

1900

ტიპი: გარდაცვალება

1900 წლის 10 მაისს მოსკოვში მიხეილ პავლეს ძე საბინინი გარდაიცვალა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის მაისში ბარბარე დავითის ასულ ვაჩნაძისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ დაგეგმილი საქველმოქმედო ბაზრობისთვის 2 აბრეშუმის ბაღდადი და 5 არშინი აბრეშუმის ნაჭერი შესწირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გრაფმა პეტრე ზარნეკაუმ გენერალ არტემ ჯიჯიხიას შეატყობინა, რომ თეთრგვარდიელები სოხუმზე შეტევას აპირებდნენ. ზარნეკაუს ინფორმაცია ყალბი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ბავშვთა თერაპევტი მ. ა. პოკროვსკი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის მაისში საგუბერნიო მმართველობის კანცელარიის თანამშრომელი ევგენი არდიშვილი ახალქალაქის სამაზრო პოლიციის საქმისმწარმოებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. შაიკევიჩი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი იყო.

1898

ტიპი: სტატუსი

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. შაიკევიჩი ინჟინერი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტმა გამოაცხადა კონკურსი ილია ჭავჭავაძის შესახებ ბიოგრაფიული და კრიტიკული წერილის შედგენაზე. კონკურსანტებს თავიანთი ნაწარმოები უნდა წარედგინათ კომიტეტის თავმჯდომარეობის აღმასრულებელ პეტრე ყიფიანთან 20 მარტამდე. განზრახული იყო წერილების კრებულად გამოცემა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტი იუწყება, რომ იუბილე გაიმართებოდა 9 აპრილს. წირვასა და პარაკლისს გადაიხდიდნენ დიდუბის ეკლესიაში, შემდეგ იუბილარი მიიღებდა მილოცვებს სხვადასხვა დეპუტაციისა და კერძო პირთაგან, 20 საათზე კი ქართულ თეატრში გაიმართებოდა სალიტერატურო-სადღესასწაულო საღამო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბაქოში გამართული ქართული საღამოს შემოსავალი, 2264 მანეთი გადასცა.