საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 14 ივნისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ქუთაისის ქალთა საზოგადოების წევრი ელენე ბესარიონის ასული ხელთუფლიშვილი, იგი დაკრძალეს 18 ივნისს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 ივნისის საღამოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საქმეების მოსაგვარებლად შერჩეული საგანგებო დეპუტაციის წევრები, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე და მიხეილ მაჩაბელი პეტერბურგს მიემგზავრებოდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 15 ივნისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N10 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ქუთაისი 15 ივნისი“ ქალთა უთანასწორო მდგომარეობასა და მათ უფლებებზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 15 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N10 დაიბეჭდა პუბლიკაცია „ქალთა უფლება“, რომელიც ეხება ქალთა სრულ მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების მოთხოვნებს. „ჟ. ვ.“

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 15 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N10 გამოქვეყნდა ევ. ლემეშოვის პუბლიკაცია „არა, ჯერ ჩვენ არა ვართ კიდევ ადამიანები“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ივნისს ელისაბედ მიხეილის ასულმა ლომაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს კომერციულ სასწავლებელში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რევაზ გაბაშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კალენიკე ქავთარაძე ნოე ჟორდანიას პოზიციის მხარდასაჭერად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთლის საქმიანობას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შალვა ქარუმიძე. მან ისაუბრა მთავრობის წარმოდგენილ დეკლარაციაზე, რომელიც არ იყო იმის გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებდა არსებობას თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესით. მან ასევე ისაუბრა ქვეყნისათვის წითელი გვარდიის უდიდეს მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იოსებ მაჭავარიანი. მან ირაკლი წერეთელი შერაცხა მოღალატედ და ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ალექსანდრე ახმეტელმა ისაუბრა აგრარული რეფორმის შესახებ, რომელსაც უპირველესად გლეხთა ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რაჟდენ არსენიძე. მან კრების წევრებს შესთავაზა სხდომის ბოლოს დეკლარაციის შესახებ მსჯელობის გამართვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომის ერთ-ერთმა მომხსენებელმა,  ალექსანდრე ახმეტელმა აღნიშნა, რომ ერთადერთი რევოლუციური პროგრამა, რომელიც არც ტრაქტატს იცავდა, არც ფედერაციას, არც რუსეთის მთლიან ფრონტს და ცენტრს, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის პროგრამა იყო. მან ისაუბრა მთავრობის მხრიდან ისეთი კანონის შექმნის აუცილებლობაზეც, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში იყო შეტანილი ორატორობის სიის დახურვა, რომელსაც უმრავლესობამ მისცა ხმა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე კოტე აფხაზმა კითხვა დაუსვა მთავრობას, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ორასმა თავად-აზნაურმა პეტიცია შეიტანა აგრარული რეფორმის ხელის შეშლისათვის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე რამიშვილი, რომელმაც უარყო აგრარული რეფორმის პეტიციის არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანიის წარმომადგენლობას ჰქონდა კერძო შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს 2 ფორმულა. ერთი ფორმულა წარადგინა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ და მეორე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ. უმრავლესობით მიღებულ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის სრული ნდობის გამოცხადებას.

1917

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 17 ივნისს, ღამით ივანოვის ქუჩაზე ბოროტგანმზრახველებმა გატეხეს სამხარაძის ფეხსაცმელების მაღაზია, საიდანაც წაიღეს ფეხსაცმელები და სხვა ნივთები.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 19 ივნისის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკო თარხანის ძე დეკანოსიძე, ტრიფონ თაბუკაშვილი, სოკრატ ძიმისტარაშვილი, ლეონტი ჭიპაშვილი, კონსტანტინე კამკამიძე, ილია რამანაშვილი, ნიკოლოზ საყვარელიძე, იოსებ გურგენიძე, სვიმონ ბაქრაძე, ი. მაისურაძე და სპირიდონ კიკნაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელსაც ესწრებოდა 38 პირი. კრებაზე დაადგინეს: 1) ხარაგაულში გაეხსნათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, 2) ადგილობრივი განყოფილების წევრად აერჩიათ 38 პირი, 3) გაევრცელებინათ სწავლა განათლება ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სკოლების გახსნით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 ივნისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N10 ქუთაისის ქალთა საერთო კლუბის წევრთა საყურადღებოდ წერდა, რომ მომავალი კვირიდან ქუთაისის ქალთა საერთო პოლიტიკური კლუბის ბიურო თბილისის ქუჩაზე, ქურთოვის შენობაში განთავსდებოდა, სადაც გაიმართებოდა კლუბის წევრთა ყოველკვირეული საზოგადო კრება საღ. 7 საათზე. კვირას, 18 ივნისს, გაზეთის რედაქტორი კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „რა უნდა მისცეს დამფუძნებელმა კრებამ ქალებს“. კვირიდან ბიურო იქნებოდა ღია ყოველდღე, დილის 10 საათიდან 3 საათამდე და 5 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 დაიბეჭდა აგაშა სტურუასას წერილი „სამტრედიიდან“. ის გაზეთის რედაქციას აუწყებს, რომ 1917 წლის 18 ივნისს სამტრედიის ახალ კლუბში გაიმართა საღამო გაზეთის სასარგებლოდ, რომლის შემოწირულობას, 75 მანეთსა და 60 კაპიკს უგზავნის რედაქციას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ივნისს სოფელ ჭყვიშში გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სამკითხველო გაიხსნა.