საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრმა ი. გ. წერეთელმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალით ის პეტროგრადის პოჩტამტის მოსამსახურეებს უცხადებდა, რომ მის მიერ მიღებული იყო ყველა ზომა, რათა დაუყოვნებლივ შესრულებულიყო ახალი მთავრობის დადგენილება თითოეული მოსამსახურისთვის ჯამაგირის 60 მანეთით გაზრდის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N13 ცნობით, პეტროგრადში დიდი არეულობაა, ჯარი მძიმე არტილერიით გარს შემოერტყა თავრიდის სასახლეს და ახალი მთავრობის წევრების გადადგომა მოითხოვა. ჩხეიძემ ჯარი ვერ დააწყნარა. აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებმა თავრიდის სასახლე დატოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასურსათო სამინისტრო ყველა საზოგადო ორგანიზაციას და კერძო პირთ სთხოვს შეინახონ ტომრები. 1917 წელს საჭიროა 200 მილიონი ტომარა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პეტროგრადში ლენინი მთავრობას დანებდა, ტროცკიმ თვითვე მოითხოვა პატიმრობა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გერმანელებმა გენ. კორნილოვის ფრონტი გაარღვიეს.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N14 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვლადიკავკაზში შეიპყრეს ჯარისკაცი და დეპუტატების წევრი ხორუევი, ყოფილი ჯალათი, რომელიც თითოეულ ჩამოხრჩობაზე იღებდა 100 მანეთს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ურატაძე, მის მოადგილედ – ილია თევზაძე, გუბერნიის კომისრად – გრიგოლ გიორგაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N15 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით წერდა, რომ გიორგი ევგენის ძე ლვოვს, კერენსკისა და როძიანკოს შორის დიდი შეთანხმება დაიდო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტს ეცნობა, რომ სადგ. ბალაჯარაში დგას ქუთაისის გუბერნიისთვის დანიშნული 120 ვაგონი სიმინდი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 20 ივლისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N15 ცნობით, ქუთაისის გუბერნიის კომისარი გრიგოლ გიორგაძე მთხოვნელებს იღებს 11 საათიდან 1 საათამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 1 ივლისს დამფუძნებელ კრებაზე გასაგზავნ დეპუტატთა არჩევნების მომწყობმა კომისიამ აირჩია პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ალექსანდრე ლომთათიძე, ალი-მარდან ბეგ თოფჩიბაშევი და ალექსანდრე ხატისოვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 13 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N14) ცნობით, გაზეთის ფონდის გასაძლიერებლად დავით მელქაძემ შესწირა 4 მან და 50 კაპ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 ივლისს ქართლ-კახეთის მონასტერთა თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 ივლისს, დილით, პოეტი კონსტანტინე ბალმონტი ბორჯომიდან თბილისში ჩავიდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 5 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა სამოსწავლო ოლქის საბჭოს კომისრად ლევან ნათაძე დაასახელეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 ივლისიდან გაიხსნა სამრეწველო და სემეურნეო ბანკი, რომლის თავმჯდომარედაც არჩეული იყო ვარლამ ჭილაძე, დირექტორებად – ჯაჯუ ჯორჯიკია და გიორგი სვანიძე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N13 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „თანამედროვე სამართლის სამართლიანობა“

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა კ. დ. მაჭავარიანის „წერილი ბათომიდან“, რომელშიც ავტორი დადებითად წერს გაზეთის „ხმა ქართველი ქალისას“ შესახებ და მის მნიშვნელობაზე.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N13 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა საპასუხო წერილი „კ, დ. მაჭავარიანის წერილის გამო“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ გამოქვეყნდა საფო მგელაძის ლექსი „თანამედროვე გეტერას!“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა მაშლეს, ჟულ სიმონისა და ბულვერის ციტატები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 დაიბეჭდა ნინო ნადირაძის მოთხრობა „ბედნიერი ცოლი“.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N13 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა მოთხრობა „სურათი სოფლად“.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N13 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიჭირეს ცნობილი სოციალ-დემოკრატი ხრუსტალიოვი ნოსარი.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 6 ივლისის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N13) ცნობით, ქალთა წრის, „რუსის ქალებო, შეერთდით“, კომიტეტი „რ. ვ.“-ში აქვეყნებს წერილს, რომელშიც ქალებს მოუწოდებს გაერთიანებისა და ქალებისთვის მატერიალური დახმარებისკენ.