რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წლის 22 დეკემბერს, პეტერბურგში გამართული კავკასიის სამხედრო სამმართველოს სხდომის გადაწყვეტილებით, იუნკერ ტარიელ იოსელიანს მიენიჭა პროპორშჩიკის წოდება.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს, მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, შუშის მაზრის მსაჯული აღა-ბეგ ყალანთაროვი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
1967
ტიპი: გარდაცვალება
ანდრო თევზაძე გარდაიცვალა 1967 წლის 6 აპრილს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ფოტოგრაფია შეისწავლა, რათა ფირზე აღებეჭდა ჯავახეთში მის მიერ აღმოჩენილი უამრავი ძეგლის ნაშთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობის პერიოდში, ივანე როსტომაშვილმა ჯავახეთში აღმოაჩინა უამრავი ძეგლის ნაშთი, რომელთა შესწავლა, მისი აზრით, ნათელს მოჰფენდა საქართველოს ისტორიის ზოგიერთ მხარეს. ამიტომ მან ამ ძეგლთა აღწერა გადაწყვიტა.
1893
ტიპი: თანამდებობა
1893 წელს, როცა ივანე როსტომაშვილი ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მსახურობდა, ამ სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მალორუსი ხანიჩკოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888-1893 წლებში ახალქალაქის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მომსახურე ივანე როსტომაშვილი ზაფხულობით მოგზაურობდა. მან მოიარა ჯავახეთის ყოველი კუთხე, მთა და ბორცვი, სადაც რამე შენობა იდგა, აღწერა და ფოტოები გადაიღო.

