რეგისტრირებული ფაქტები87198
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1903
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილია მოწვევით თუ არჩევნების გზით მონაწილეობდა ყველა იმ კომისიაში, რომლებიც არკვევდა ქვეყნის მეურნეობისა და სხვა საჭიროებათა საკითხებს.
1874
ტიპი: ღონისძიება
1874 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ მის მიერ დაარსებული საადგილმამულო ბანკის წესდების შესადგენად აირჩია კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო ილია ჭავჭავაძე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის ცნობით, ილია იყო სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის წევრი.
1864
ტიპი: ღონისძიება
1864 წელს იმერეთში წარგზავნილ ილია ჭავჭავაძეს დაევალა მემამულეთა და გლეხთა შორის ურთიერთობათა გარკვევა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლიდან ილია ჭავჭავაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლიდან ყოველთვიური ჟურნალი „ივერია“, რომელსაც ილია ჭავჭავაძე გამოსცემდა, ყოველთვიურ პოლიტიკურ და სალიტერატურო გაზეთად გადაკეთდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს რეცენზიები ილია ჭავჭავაძის ლექსებზე დაიბეჭდა გერმანულ გაზეთში „Litterarisches Echo”.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1884 წლებში ილია ჭავჭავაძე იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე.
1863
ტიპი: ღონისძიება
1863 წელს ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბეში“ დაბეჭდილი „ლუარსაბ თათქარიძე“ ცალკე წიგნად გამოსცა პეტერბურგის ქართველმა სტუდენტობამ.
1903
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას თხზულებები იბეჭდებოდა „დროებაში“, „კრებულში“, „საქართველოს მოამბეში“, „ივერიასა“ და ჟურნალ „მოამბეში“.
1857
ტიპი: ღონისძიება
1857 წელს ილია ჭავჭავაძემ თავისი რამდენიმე ლექსი დასაბეჭდად გადასცა „ცისკარს“.
1857
ტიპი: ღონისძიება
ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიამ სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო 1857 წელს.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წელს ილია ჭავჭავაძე აირჩიეს საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.

