საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93222

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის რევოლუციამ პარმენ ჭიჭინაძეს როსტოვში მოუსწრო და იქ ჩაება მუშაობაში. ამხანაგებმა რევოლუციის პირველ დღეებშივე მიმართეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ 1919 წლამდე ეს ვერ მოახერხა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის იანვარში გაზეთ „სამშობლოს" დამაარსებელმა და რედაქტორმა იაკობ ცინცაძემ (ია ეკალაძე) გამომცემლობის რედაქციაში შეიტანა განცხადება პირადი პრობლემების გამო რედაქტორობისაგან გათავისუფლების თხოვნით. გამგეობამ მადლობა გადაუხადა შრომისთვის, გაათავისუფლა დაკავებული პოზიციიდან და გაზეთის მუდმივ თანამშრომლად და სარედაქციო კოლეგიის წევრად დარჩენა სთხოვა. სარედაქციო კოლეგიამ „სამშობლოს" რედაქტორად ერთხმად აირჩია ცნობილი ბელეტრისტი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლიდან ზაქარია მდივანი სხვა ქართველ სამხედრო მოღვაწეებთან (კონსტანტინე აფხაზი, ზაქარია ბაქრაძე, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, ვასილ გაბაშვილი და სხვ.) ერთად, აქტიურად მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის იანვრიდან ანდრია ბენაშვილი მე-15 ქვეითი დივიზიის მეთაური იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ანდრია ბენაშვილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში ვასილ გაბაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის აღმშენებლობაში მონაწილეობდა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წლამდე რუსეთის არმიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო გიორგი კვინიტაძეს ქართული ენა დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ენის სწავლას შეუდგა თედო სახოკიასთან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს გიორგი კვინიტაძე ახლადშექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული იდეოლოგიური უთანხმოების გამო გიორგი კვინიტაძეს ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში გიორგი კვინიტაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულ სამხედრო გაზეთთან, აქვეყნებდა სტატიებს და არჩეული იყო სამხედრო ცოდნის მოყვარულთა ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1917 წელს წმინდა ანას IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის გიორგი წულუკიძე 1917 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლამდე ივანე ციციშვილი ციმბირის 45-ე მსროლელი პოლკის მეთაურად მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, პირველი ქართული მსროლელთა პოლკის შექმნის შემდეგ ტარას ვაშაკიძე მის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ტარას ვაშაკიძე კავკასიის ფრონტზე მსახურობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლიდან ალექსანდრე ერისთავი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის აბელ მაყაშვილი 1917 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს დიმიტრი თოფურია რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ 27-ე ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს დავით მაჭავარიანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ლევან მაღალაშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ივნისში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ იოსებ გედევანიშვილი ამიერკავკასიის ნაციონალური არმიისა და ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო.