რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 სექტემბერს თბილისში აირჩიეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი კირიონი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ თბილისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ალავერდელ ეპისკოპოსად აირჩია პიროსი ოქროპირიძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.
1917
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1907 წლის 19 სექტემბერს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ფრონტზე მიიღეს ბრძანება, რომ ვისაც სურდა, შეეძლო სამშობლოში დაბრუნება ეროვნული სამხედრო ნაწილების შესაქმნელად, გიორგი მაზნიაშვილი 60-მდე ქართველ ოფიცერთან ერთად დასავლეთის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N24 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც მოთხრობილია ქალთა მოძრაობის შესახებ გერმანიაში. ავტორს მოჰყავს ავგუსტინა შმიდტის სიტყვები, რომელიც მოითხოვდა შრომის ასპარეზს ქალებისთვის, მიუხედავად იმისა გათხოვილნი იყვნენ ისინი, თუ გაუთხოვარნი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 20 სექტემბრიდან მიხაილ ბარათაშვილის მაღაზიაში ფეხსაცმლის ძირი გირვანქა 8 მანეთად გაიყიდება.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N24 ცნობით, 22 სექტემბერს, პარასკევს, ქ ქუთაისის თეატრში ქართული სამხედრო კავშირის სასარგებლოდ ეგვიპტისა და ტიბეტის საიდუმლოების სასწაულმოქმედი ფაკირი გ. გეორგინი შეასრულებს სამგანყოფილებიან წარმოდგენას.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N24 (რედაქტორი კატო მიქელაძე) იუწყება, რომ ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს ცნობით, ამიერიდან საერთო წევრთა კრება დაიწყება კვირაობით საღამოს 5 საათზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს მზრუნველობის სამინისტროში გაიმართულ ავადმყოფ და ხეიბარ მებრძოლთა მეორე საორგანიზაციო კრებას ესწრებოდა ამიერკავკასიის ინვალიდ მებრძოლთა მზრუნველობის კომისარი ი. დ. აბხაზი.

