რეგისტრირებული ფაქტები92168
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კავკასიის კომისარიატმა ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების ფრანგულის ენის მასწავლებლად დანიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
ნიკოლაი ნიკოლაის ძე ბოსინი იყო თბილისის II კომერციული სასწავლებლის პრაქტიკული ეკონომიკის მასწავლებელი 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მისი ხელფასი შედგენდა 770 მანეთს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N22 სხვა ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კერენსკიმ რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. სახელმწიფოს დასაცავად 5 წევრიანი დირექტორია შედგა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N22 ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისის გუბერნიის კომისარ გრიგოლ გიორგაძეს დეპეშით აუწყებს, რომ დროებითი მთავრობის დადგენილებით, 1917 წელს უმაღლეს სასწავლებელში მეცადინეობა შეწყვიტეს.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის სექტემბერში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ ფონდის გასაძლიერებლად ლუდმილა კონდრატის ასულმა ჩაჩიბაიამ შესწირა 10 მან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ თებერვლამდე თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი სიღნაღის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის მასწავლებელი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი სთხოვდა სახალხო განათლების მინისტრს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად დაემტკიცებინათ დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი 1917 წ. პირველი სექტემბრიდან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის ლათინური ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი სექტემბრიდან კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ყვირილის ვაჟთა გიმნაზიის საღვთო რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ განათლების სამინისტროს მისწერა, რომ 1917 წლის პირველი სექტემბრიდან ხელსაქმის მასწავლებლად ანა გეგელაშვილი მიიწვიეს. გეგელაშვილი ჩინებულად ასრულებდა თავის მოვალეობას. მან არსებული პროგრამის მიხედვით მოსწავლეებს შეასწავლა ჭრა-კერვა, ქარგვა და ა. შ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ სექტემბერს, თოთხმეტ წლიანი სამსახურბერივი მივლინების შემდეგ, დუტუ მეგრელი ერევნიდან თბილისში დაბრუნდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველი სექტემბრიდან დუტუ მეგრელი თბილისის ცენტრალურ დაწესებულებებში მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის სექტემბრიდან 1918 წლის იანვრამდე ზაქარია მდივანი იყო ბათუმის სიმაგრის შტაბის უფროსი, ბათუმის სამხედრო კომენდანტი და ბათუმის ოლქში განლაგებული ყველა საჯარისო ნაწილის უფროსი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 სექტემბერს გიორგი ლევანის ძე თედორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 აგვისტოს გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N21 რედაქციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომ კვირას, 3 სექტემბერს საერთო ქალთა კლუბის ბიუროში, საღამოს 7 საათზე კატო მიქელაძე წაიკითხავდა ლექციას „საჭიროა თუ არა ქალთა კავშირები“.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავად აირჩიეს ნაფიცი ვექილი დიმიტრი კალანდარიშვილი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ – არჩილ ჯაფარიძე.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 22 ფსევდონიმით „პირველი სუფრაჟისტკა“ გამოქვეყნდა პუბლიკაცია „ქალები და პოლიტიკური პარტიები“, რომელშიც განხილული იყო ქალის მდგომარეობა მამაკაცთან შედარებით. ავტორის აზრით, ცნობილ ფემინისტ ქალებს, მაგ. ემელინ პანკჰერსტს, ბერტა ფონ ზუტნერს, მარია კიურის რომ არ ჰყოლოდათ თანამოაზრე და ხელშემწყობი ქმრები, ისინი ყველასთვის უცნობები დარჩებოდნენ. ქალებზე რეაქციონური შეხედულების მქონე ვილჰელმი ამბობდა, რომ ქალს უნდა ახსოვდეს სამი „კ“ – ეკლესია, საბავშვო ოთახი და სამზარეულო (გერმანულად სამივე სიტყვა ასო კ-ზე იწყება). მისმა ქალიშვილმა უპასუხა: „მამა, ნუ დაგავიწყდება მეოთხე „კ“, ე. ი. კონსტიტუცია, რითიც შეახსენა, რომ ქალი პოლიტიკაშიც უნდა იღებდეს მონაწილეობას. ავტორი ახსენებდა კორნელია გრაკხს, რომელმაც აღზარდა ხალხისათვის თავდადებული შვილები. მისი აზრით, ახალი მთავრობა უფრო უღრმავდება ქალთა საკითხს, აფასებს მათ შრომასა და ღვაწლს, რომლებიც მამაკაცებთან ერთად რევოლუციური მოძრაობისას მიდიოდნენ სახრჩობელაზე, კატორღაში, ციხეებსა და შორეულ ციმბირში, (კონოპლიანიკოვა, გინზბურგი, პეროვსკაია, გელფმანი, ზასულიჩი, ვოლკენშტეინი, სპირდონოვა, ფიგნერი, ბრეშკოვსკაია და სხვანი.) თუმცა პარტიებმა ქალების არჩევნების უფლება სათავისოდ გამოიყენეს და ყველანაირად წინ აღუდგნენ ქალის პოლიტიკაში ჩართულობას.

