საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80102

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს იუნკერი ვანო ნანუაშვილი აშშ-ში ცხოვრობდა.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს მიხეილ კვალიაშვილს, როგორც რეპატრიანტს, პოლონეთის მთავრობამ დახმარება, თვეში 600 ზლოტი, დაუნიშნა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი სოფ. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი სოფ. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1857

ტიპი: თანამდებობა

1857-61 წლებში გრიგოლ იოსების ძე იაკობაშვილი სოფ. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა კავკასიის სამხედრო შტაბის სამობილიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი აფანასიევი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისიდან ერევანში დაბრუნდა ერევნის გუბერნატორი ტიზენჰაუზენი.

1957

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1957 წელს იოსკა ზაუტაშვილი ტორუნში, პონიატოვსკის ქ. №1-ში, ცხოვრობდა.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს ანდრია აბდუშელიშვილი სოფ. ეხვევის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 7 ივნისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების სადგომში კავკასიის გამოფენის კომისრის, იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე თავმჯდომარემ კომიტეტს გააცნო ინჟინერ რაგოლერის განცხადება გამოფენის პავილიონის ელექტრონით განათების შესახებ.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1917 წლებში იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1926

ტიპი: გარდაცვალება

1926 წლის 27 აპრილს სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იოსებ იოანეს ძე ჭუმბურიძე გარდაიცვალა.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871 წელს ელეფთერ სტეფანეს ძე ბარათაშვილი სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-69 წლებში ონისიმე დავითის ძე გოგსაძე სოფ. ეწერის (ჯვარ-ეწერის) მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843-45 წლებში პეტრე ვასილის ძე მოდებაძე სოფ. ეწერის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა სამთამადნო ხელოვნების უფასო კურსები. კურსების გავლის მსურველებს კავკასიის სამთო მმართველობის უფროსის ნებართვით უნდა მიემართათ კურსების გამგის, ინჟინერ მარკოვსკისთვის და წარედგინათ პიროვნების დამადასტურებელი საბუთი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეი, ს. გულიშამბაროვი, მ. ა. შოსტაკოვი, მიხეილ პავლეს ძე ჰაკელი, ნ. რ. ზავადსკი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სამეურნეო სამრეწველო გამოფენის კომიტეტის კომისიის წევრებად აირჩიეს ტატარინოვი, ვლადიმერ დავითის ძე სტაროსელსკი, ადოლფ ქრისტიან როლოვი, ნ. ზ. ვერეშაგინი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შავროვი, გრიმი.

1900

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 7 ივნისს გამართული დრამატული საზოგადოების წევრთა კრების თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ჟურული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს კ. სერობიანცი არ ასრულებდა ხელოსანთა კრების დადგენილებას მოურავის ჯამაგირის შემცირების შესახებ. ამის გამო ამქრის მოსამსახურეები 7 თვე უხელფასოდ იყვნენ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ტიხეევმა კავკასიის მთავარმართებელს სახელმწიფო ქონებათა მართვის პროექტი წარუდგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილის „აფხაზეთი“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის აიყვანა პედაგოგი, რომელიც მათ რუსულად წერა-კითხვას ასწავლიდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ზაქარია ჯორჯაძემ თავის ღვინის სარდაფებსა და მაღაზიებში მომუშავე ბიჭებისთვის პატარა ბიბლიოთეკა დააარსა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს რუსული სოციალ-დემოკრატიის დაპირისპირების ფონზე ბათუმში პარტიული კომიტეტის სხდომაზე ქართველმა მუშებმა ნოე რამიშვილის მიერ წარმოდგენილ მენშევიკურ პროგრამას ცალსახად დაუჭირეს მხარი.