საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87133

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების სამინისტროს კავკასიის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა თბილისის ქალაქის მოურავს შეატყობინა, რომ იგი თანაუგრძნობდა სოლოლაკის გვირაბის გაყვანის საქმეს, რომ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისის საყასბოების შეკეთების საქმე საჯარო ვაჭრობით დარჩა ჩიჯავაძეს, რომელმაც ყველაზე ნაკლები ფასი – 3250 მანეთი მოითხოვა.

1965

ტიპი: ღონისძიება

1965 წლის თებერვალში პლატონ თაყაიშვილმა მიხეილ კვალიაშვილის პირით ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში შეუთვალა, რომ ინვალიდობის პენსიის დანიშვნამდე პრესის გამავრცელებელ ჯიხურში ემუშავა, რადგან ანაზღაურება კარგი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 2 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე მუნტოევი ვექილი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 31 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე მუნტოევი მიხეილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში უეცრად გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე ეგზარქოსის განკარგულებით გადაწყდა, იმერეთის მღვდელთმთავარ გაბრიელის ქადაგებათა ორივე ტომი ქართლ-კახეთის ყველა ტაძარში დარიგებულიყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილის „აფხაზეთი“ მეშვიდე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა თელავში, ივანე როსტომაშვილის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა ბათუმში, მოსე ნათაძის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროების“ გამოწერა გორში, აღალო თუთაევის მაღაზიაში, შეიძლებოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 25 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. ანანოვის, გასპარიანცისა და მკრტიჩიანცის საქმის განხილვის დასასრული დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 20 ივნისს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში გამართულ კავკასიის გამოფენის კომიტეტის სხდომაზე გამოფენის კომისარი იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი გამოვიდა წინადადებით, ხარჯთაღრიცხვის გარეშე დამატებითი ფული გამოფენის მოსაწყობად გადადებულიყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის გაზეთ „დროების“ ცნობით, დ. ბაბანასოვი ექიმი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, კრუზენშტერნი ექიმად მუშაობდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, არტემიევი ექიმად მუშაობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ე. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექიმ დ. ბაბანასოვის ჩვენება დაიბეჭდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-17 წლებში ისაია მოსეს ძე ყაველაშვილი ვანის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-1915 წლებში მოსე გიორგის ძე ყაველაშვილი ვანის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883-88 წლებში ილარიონ ხარიტონის ძე მაჭარაშვილი ვანის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1917 წლებში მიხეილ ალექსის ძე მესხი ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს იოანე ნიკოლოზის ძე ხუნდაძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-81 წლებში ნიკოლოზ გრიგოლის ძე ხუციევი (ხუციშვილი) ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს იოანე ნიკოლოზის ძე ხუნდაძე სოფ. ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 3 სექტემბერს სოფ. ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ გიორგის ძე გიორგაძე გარდაიცვალა.