საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93218

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, წითელი გვარდიის მიერ ო. ლ. კერენსკაიას დაპატიმრების გარემოება გაირკვა. მიხაილოვის მოედანზე წითელ გვარდიელებმა შეიპყრეს ქალი, რომელიც დროებითი რევოლუციური კომიტეტის პლაკატებს გლეჯდა, მიიყვანეს პირველ სპასკის კომისარიატში, სადაც თავი დაასახელა ყოფილი პირველი მინისტრის, კერენსკის ცოლად. ოქმის შედგენის შემდეგ წითელგვარდიელებს უნდოდათ მისი გადაყვანა სმოლნის ინსტიტუტში, მაგრამ ხალხი წინაღუდგა ფა მოითხოვეს მისი გადაყვანა ქალაქის საბჭოში, სადაც ო. ლ. კერენსკაია დატოვეს და ოქმი წარუდგინეს ქალაქის თავს.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, შიდა არეულობებისა და ჟლეტის გავლენით ფ. ფ. ვოსკრესენსკიმ თავი მოიკლა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქუთაისის დრამატიული საზოგადოების გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი პავლე უზნაძე დაესწრებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატთა სტუდენტთა ორგანიზაციამ გამოსცა მოწმობა დელეგატ მიხეილ ხერხეულიძის ნაცვლად ზ. ჩიხლაძის დანიშვნის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 ნოემბერს ივანე ციციშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, იგი 12 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო სამხედრო საქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სამხედრო მეთაური, მათ შორის გენერალი მაზნიაშვილი, თვლიდა, რომ გედევანიშვილი რიგიანად ვერ გაუძღვებოდა შტაბის უფროსის მოვალეობებს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ (რომელიც საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხს განიხილდავდა) კოტე აფხაზი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 23 ნოემბერს ქ. ქუთაისში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციის (რედაქტორი კატო მიქელაძე) ფონდის და ქალთა კლუბის სასარგებლოდ გაიმართა ყულაბებით ფულის შეგროვება. შეგროვდა 2057 მანეთი და 77 კაპიკი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომას საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის ამიერკავკასიის საერთო საკითხების, სასურსათო, ჯარის ნაციონალიზაციის, კავკასიის ერთა ურთიერთობის შესახებ თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის გამართული სხდომის მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ფარნიაშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, მემედ-ბეგ აბაშიძე, კონსტანტინე მესხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე უცხო ენების მასწავლებლებად აირჩიეს: ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი (ფრანგული), ილია თევდორეს ძე ყიფშიძე (გერმანული), ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი (ინგლისური), ლეონ მელიქსეთ-ბეგი (სომხური), მოლა ცივაძე (არაბული), არტურ ადოლფის ძე ლაისტი (გერმანული), პეტრე გოზალიშვილი (იტალიური).

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საზოგადოების კრებაზე პროფესორებად აირჩიეს: სილიბისტრო გიორგის ძე ლომია, სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა საბჭოს აღმასრულებელი (პოლიტიკური) ორგანოს დაუყოვნებლივ არჩევისკენ მოუწოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შეიქმნა 15-კაციანი პოლიტიკური ორგანო, აღმასრულებელი კომიტეტი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად კრებამ აირჩია ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთაძე, ალექსანდრე ფარნიაშვილი, ჰაიდარ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი და მემედ აბაშიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე განიხილეს საერობო კომისიაში წარმომადგენლობის საკითხი და დაადგინეს, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას  მიიღებდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და გრიგოლ ნათაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა აღმასრულებელი კომიტეტის წევრების სია: ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ფარნიაშილი, ჰაიდარ აბაშიძე, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, იოსებ გედევანიშვილი, კონსტანტინე მესხი, ვლადიმერ პავლეს ძე გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, მემედ ბეგ აბაშიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საგანგებო საერობო კომისიის წევრებად აირჩიეს ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი და გრიგოლ ნათაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 26 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს კრებაზე პროფესორებად აირჩიეს სიმონ ავალიანი, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ანდრია რაზმაძე, დიმიტრი უზნაძე, დავით ყიფშიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, ნიკოლოზ ელიავა, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, დავით ჩიქოვანი, დავით ონიაშილი, ევგენი როგავა, ანდრია ჭიაბერაშილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გიორგი ჟურული, პეტრე ქავთარაძე, მიხეილ მაჩაბელი, მალაქია ტოროშელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, შალვა ამირეჯიბი, გრიგოლ რცხილაძე, გერონტი ქიქოძე, გიორგი ლასხიშვილი, დიმიტრი უზნაძე, მიხეილ კლიმიაშილი, კონსტანტინე მესხი, იოსებ დადიანი, ივანე გობეჩია, კოტე აფხაზი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, რაჟდენ ნიჟარაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მემედ აბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი, იესე ბარათაშვილი, კონსტანტინე საბახტარაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ნოე რამიშვილი, სიმონ მდივანი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ნათაძე.

პირები
კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე მაყაშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა (ნ.-ვა, ნ.-კა, შავწყალა) გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული სიმონ (სოსიკო) გურგენის ძე მდივანი ბენიამინ (ბენია) გრიგოლის (გიგოს) ძე ჩხიკვიშვილი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი პეტრე პავლეს ძე ქავთარაძე გერასიმე (გერონტი) დიმიტრის ძე ქიქოძე ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი (ჭაბროვი) აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი დავით ეფრემის ძე ონიაშვილი ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (მ. თბილისელი) სილიბისტრო (სილვა) ბესარიონის ძე ჯიბლაძე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე არ. პოლიცვეტოვიჩ-ნიკოლაძე ევგენი როგავა
წყარო