საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87112

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ფილიმონ ქორიძეს საეკლესიო გალობის აღდგენის კომიტეტმა ფსალმუნების ნოტებზე გადატანა სთხოვა. ორ წელიწადში მას 400 ნომერი უნდა შეექმნა და დაეცვა გურული საგალობლების მრავალფეროვნება. 

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს პეტრე ცაგარეიშვილი მღვდელი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 9 ივლისს სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იაკობ გლახუას ძე ხოჯავა გარდაიცვალა.

1865

ტიპი: თანამდებობა

1865-88 წლებში იაკობ გლახუას ძე ხოჯავა სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-65 წლებში სოლომონ ნიკოლოზის ძე შარვაშიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-65 წლებში სოლომონ ნიკოლოზის ძე შარვაშიძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888-92 წლებში ვლადიმერ სპირიდონის ძე მიქიაშვილი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-63 წლებში თომა გრიგოლის ძე მებურიშვილი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892-93 წლებში ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-95 წლებში იოსებ მოსეს ძე თევზაძე სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1855

ტიპი: თანამდებობა

1855 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე მებურიშვილი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1843

ტიპი: თანამდებობა

1843 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე მებურიშვილი სოფ. ვარციხის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1972

ტიპი: ავტორობა

1972 წელს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილთან მიმოწერაში საინგილოს თათრებისთვის გადაცემისთვის აუგად მოიხსენიებდა სერგო ორჯონიკიძეს.

1969

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1969 წელს თევდორე წითლანაძე გდინიაში, სტაროვოისკას ქ. №8/12-ში, ცხოვრობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ივნისს თავადაზნაურთა წინამძღოლის, დავით მელიქიშვილის მიერ პეტერბურგიდან თბილისში გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლის თანამდებობის აღმასრულებელ გენერალ-მაიორ საგინაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია,რომ უმაღლესმა მთავრობამ ნება დართო საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლის იუბილე გადაეხადათ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა მეთაურობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ივნისს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაში კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს წევრის, ნიკოლოზ სულთან-კრიმ-გირეის თავმჯდომარეობით სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის საკითხი განიხილეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919-21 წლებში ნოე რამიშვილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრესა და საზოგადოება „რკინის მინისტრად“ მოიხსენიებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 თებერვლის „დროებაში“ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების შესახებ კონსტანტინე ბაქრაძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 იანვარს ვაჭარი ბადრი ანუა გაქურდეს.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის თებერვალში რეშეტოვისა და მისი მეუღლის მკვლელი დააპატიმრეს.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის თებერვალში ბათუმის სასამართლოს მომრიგებელი მსაჯული ა. ბონდარევი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ადოლფ რემერტიმ რუსეთის სახალხო ჯანმრთელობის დამცველი საზოგადოების სხდომაზე აბასთუმნისა და კავკასიის მინერალური წყლების შესახებ ისაუბრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში ახალგორის სკოლის მასწავლებელმა ალექსანდრე ზედგინიძეს სკოლისთვის საჩუქრად მიღებული წიგნების დაბრუნება სთხოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის თებერვალში თბილისს რუსეთის სახელგანთქმული პიანისტი და კომპოზიტორი ანტონ რუბინშტეინი ეწვეოდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის „დროებაში“ კუხისა და გუბის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის წლიური ანგარიში დაიბეჭდა, რომელსაც ხელს აწერდნენ: კონსტანტინე ალშიბაია, სოლომონ წერეთელი, ლევან კაკაბაძე, ეგნატე გორდაძე, დავით კაკაბაძე, თედორე მოსეშვილი, ნესტორ წერეთელი, პეტრე ცაგარეიშვილი და გრიგოლ ბალანჩივაძე.