რეგისტრირებული ფაქტები88533
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროში შესაფერისი სამსახური მოითხოვა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა, თბილისის მეოთხე გიმნაზიის საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგმა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 სექტემბერს გარდაიცვლილი ამბაკო ჩაკვეტაძის ოჯახი ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებს, რომ გამოსვენება იქნება 1-ელ ოქტომბერს, სამ საათზე, ბინიდან ხონის მაცხოვრის ეკლესიაში.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს მასწავლებელი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე ცხოვრობდა ვერაზე წმინდა ნიკოლოზის გალავანთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 27 მარტს ქუთაისში, ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობის გახსნის ზეიმზე საერო სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სომეხ მღვდლიზე, ტერ დავით იარალიანცზე ისაუბრა, რომელმაც თავის მრევლს სკოლისთვის შენობა შეუძინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ჯანაშიას ქვრივ ელენე ჯანაშიას ერთდროული დახმარების სახით 600 მანეთი გადასცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფ. არკნეთში გაიხსნა სკოლა, სადაც ნიკოლოზ ზასოხოვი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ფლევში გაიხსნა სკოლა, სადაც მაქსიმე მჭელიძე ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ გიორგიწმინდაში გაიხსნა სკოლა, სადაც ზაქარია სანაკოევი ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ოძისში გაიხსნა სკოლა, სადაც შალვა ლომაძე ასწავლიდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ფლორენცია კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრობის კანდიდატი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გეოგრაფიის პედაგოგი შალვა ნიკოლოზის ძე მატვიევი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ალექსანდრე დავითის ძე თორაძე 1918 წელს ერთხელ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე სერგის ძე შულგინი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა 1918 წელს 4-ჯერ დაესწრო საზოგადოების კრებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ხოცევსკი სოხუმის განათლების ინსპექციის ოჩამჩირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

