რეგისტრირებული ფაქტები87112
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 2 მარტის „დროების“ ცნობით, პაპიტოვი თბილისის პირველ დაწყებით სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს გერმანიის სრულუფლებიან წარმომადგენელს საქართველოში, ულრიხ რაუშერს, თბილისის სადგურზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე საბახტარაშვილი, სამხედრო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გედევანიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი ალექსანდრე ზაქარიაძე, გზათა დეპარტამენტის დირექტორი ბესარიონ ჭიჭინაძე, გერმანიის დროებითი რწმუნებული ფონ დრიუფელი და სათვისტომოს წარმომადგენელები დახვდნენ.
1807
ტიპი: თანამდებობა
1807 წელს გაბრიელ ტოგონიძე სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-77 წლებში ქრისტეფორე იასონის ძე ცინცაძე სოფ. ზეინდრის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1838
ტიპი: თანამდებობა
1838 წელს გიორგი მათეს ძე სამყურაშვილი სოფ. ზედა რგანის მაცხოვრის (კვირაცხოვლის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-86 წლებში ოქროპირ გიორგის ძე კანდელაკი სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1829
ტიპი: თანამდებობა
1829 წელს გაბრიელ ტოგონიძე სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892-1917 წლებში ფილიპე გიორგის ძე ყაველაშვილი სოფ. ზედუბნის წმ. კოზმასა და დამიანეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1808
ტიპი: თანამდებობა
1808-65 წლებში ათანასე სიმონის ძე შალამბერიძე სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: გარდაცვალება
1904 წლის 31 მარტს სოფ. ზარათის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი სპირიდონ თედორეს ძე ძოწენიძე გარდაიცვალა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887-1917 წლებში ვასილ ივანეს ძე კანდელაკი სოფ. ზედა მესხეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1816
ტიპი: თანამდებობა
1816 წელს გიორგი მათეს ძე სამყურაშვილი სოფ. ზედა რგანის მაცხოვრის (კვირაცხოვლის) ეკლესიის მღვდელი იყო.
1974
ტიპი: ღონისძიება
1974 წელს გიორგი წერეთელმა, ლევან ზურაბიშვილმა და მიხეილ გრიგოლიამ პარიზში ჟურნალი „თავისუფლების ტრიბუნა“ დააარსეს.
1864
ტიპი: თანამდებობა
1864 წელს ალექსი ბესარიონის ძე ბურჯანაძე სოფ. ზეინდრის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 დეკემბერს თბილისის გამგეობაში გაიმართა თბილისის სასწავლებელთა გამგე-კომისიისა და ქალაქის გამგეობის გაერთიანებული კრება, რომელზეც განიხილეს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის, ნ. რ. ზავადსკის წინადადება თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ნაკლულოვანებათა გასწორება-მოსპობის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში ზაქარია ბერიშვილის რეჟისორობით და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიზანსცენებით წარმოადგენდნენ დრამას „მარიამ მაგდალინელს“.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლიზა გედევანის ასული ტატიშვილისა დიმიტრი დავითის ძე ტატიშვილის მეუღლე იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 11 იანვარს სოფელ ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში ლიზა გედევანის ასული ტატიშვილისას 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა ელისაბედ ივანეს ასულ და მიხეილ სამსონის ძე არჯევანიძეების სიძე იყო.

