რეგისტრირებული ფაქტები88531
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 მარტს ცხინვალში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით გამყრელიძე, ნიკოლოზ ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი და ალექსანდრე ჩოფიკაშვილი მიიღებდნენ მონაწილეობას.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 იანვარს გარდაცვლილი ივანე ოტიას ძე ქაჯაიას ცხედარი, მისივე თხოვნით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკას გადაეცემოდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 16 იანვარს ივანე ოტიას ძე ქაჯაიას წმინდა ფეოდოსიის საყდარში პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 6 იანვარს ივანე ოტიას ძე ქაჯაია ზუბალაშვილების სახელობის თავშესაფარში გარდაიცვალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 11 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ივანეს ასული სიხარულიძისა ნესტორ გლახუნის ძე სიხარულიძის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კურტი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სომხეთში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრესი იყო დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სომხეთში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 მარტის „დროების“ ცნობით, ლევან ჟღენტმა ასკანის სკოლის ბაღს სხვადასხვა ყვავილის ნერგი აჩუქა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის მთავარმმართებლის ინციატივით ხორასნის მაზრის გამოსაკვლევად გუსტავ რადე, სმირნოვი და კონშინი გაგზავნეს.

