რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ინჟინერმა მასკელმა თბილისში წყლის გაყვანის პროექტი დაასრულა და საფრანგეთში გაემგზავრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძეს უფლება მისცეს „სალიტერატურო-თეატრალური-მხატვრობითი“ ჟურნალი დაებეჭდა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წელს გიორგი ნიჟარაძე ქალების ვაჭარ-ხელოსანთა გაერთიანების ხელმძღვანელი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სანდრო შანშიაშვილი წერილში რედაქციის მიმართ იუწყება, რომ უდროოდ გარდაიცვალა იროდიონ ევდოშვილის უფროსი ვაჟი ვანო ხოსიტაშვილი, რომელიც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. იროდიონის ქვრივს დარჩა სამი ქალიშვილი, რომლებიც გაჭირვებაში იმყოფებოდნენ. ქართულმა საზოგადოებამ ოჯახს დახმარება გაუწია: ალექსანდრე პოპიაშვილი − 15 000 მან., ძმები მირიანაშვილები − 7000 მან., ძმები კორაშვილები, ალექსი ძეგველოვი, ალექსანდრე ნადირაშვილი, სერგო სიმონოვი, მიხეილ სესიაშვილი − 5000 მან., მიხეილ ბატიაშვილი, ვანო არუთინოვი, მიშა დონჯაშვილი, ნიკო ახმეტელი, გ. ხელაშვილი, პარმენ გელაშვილი, დიმიტრი და სიმონა მირინაშვილები, ისაკა ალხანიშვილი − 2000 მან., ისიდორე სტურუა, ალექსი ზარიძე, სორწოლიანი, ნიკო ჭრელაშვილი, მ. ბაშარული − 1000 მან., ილია აგლაძე, იოსებ ნაცვლიშვილი, გ. ნიკოლაშვილი, გ. ახრახაძე − 500 მან.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 დეკემბერს ქართულ თეატრში წარმოადგინეს ალე1ქსანდრე სუმბათაშვილის ცნობილი დრამა „ბორკილი", რომელშიც მონაწილეობდა კოტე მესხი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1924 წლებში ლელო ჩიქოვანი მონაწილეობდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ ქვემო მაჩხაანელები: ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი, ზაქარია მიხეილის ძე გურამიშვილი, ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, გიგო ნასყიდას ძე ბერძნიშვილი და სხვ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ჯუგაანიდან იყვნენ: ელენე ილიას ასული შანშიაშვილი, ილია ალექსანდრეს ძე შანშიაშვილი, აბრამ ილიას ძე მატიაშვილი, ხარიტონ მიხეილის ძე კიკალაშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკალაშვილი და ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ ტიბაანელები: კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, ზურაბ ლუარსაბის ძე ნაცვლიშვილი, ალექსანდრე დავითის ძე თათარაშვილი და იოსებ ტატოს ძე ქადაგიძე.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები ზემო მაჩხაანიდან იყვნენ: კირილე სიმონის ძე ღვთისავრიშვილი, თამარ კირილეს ასული ღვთისავრიშვილი და ელენე ალექსანდრეს ასული ბოსტაშვილი.

