საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი კულაშის სკოლის დარბაზში დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემოწირულობის სახით მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორ კოლა კანდელაკისთვის უნდა გადაეცათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 თებერვალს ალექსი ჭიჭინაძემ სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე სკოლების სამომავლო პროგრამაზე ისაუბრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვლის სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე გადაწყვიტეს, სამეგრელო-გურიის სათავადაზნაურო სასწავლებლის ასაშენებლად გაღებული თანხა სამსონ ყიფიანისთვის გადაეცათ.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვალს დიმიტრი დადიანი სენაკის მზარის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 თებერვალს ალექსი ჭიჭინაძე სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, სომხეთა ნაციონალურმა კრებამ მელქისედეკ მურადიანი ეჩმიაძინის საპატრიარქო ტახტის კანდიდატად აირჩია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 13 მარტის „დროების“ ცნობით, სომხეთა ნაციონალურმა კრებამ მკრტიჩ ხრიმიანი ეჩმიაძინის საპატრიარქო ტახტის კანდიდატად აირჩია.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, ბრონიცკი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 5 მარტის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ გედევანიშვილი თავისუფალ დროს ცნობილ ადამიანთა ბიუსტებს ქმნიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს კულაშის ნორმალური სკოლის დარბაზში კოლა კანდელაკის თაოსნობით წარმოდგენა „და-ძმა“ გაიმართა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ვლადიმერ გედევანიშვილი ოფიცერი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამი წევრი ნიკოლოზ დადიანის მიერ შემოწირული ბიბლიოთეკის წამოსაღებად სამეგრელოში გაემგზავრა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მარტის „დროებაში“ აკაკი წერეთლის „დედოფალას ღამის თევა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მარტის „დროების“ ცნობით, აკაკი წერეთელმა სამმოქმედებიანი დრამა „თამარ-ცბიერი“ ლექსად დაწერა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა მარელისში მომხდარი მკვლელობის საქმე. გლახუა მაღრაძე და სოლომონ გვერდწითელი პართენ მაღრაძის ოჯახის წევრების მკვლელობაში დაადანაშაულეს. მკვლელობის მიზეზი ქონებრივი დავა იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილი მარგალიტა ნიკოლოზის ასული კახიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ევგენი გიორგის ძე დალაქიშვილი მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო, თიკო და მარგალიტა (მაგუცა) კახიშვილები მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ქალიშვილები იყვნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არჩილ ნიკოლოზ ძე კახიშვილი მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ვაჟი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თადეოზ (თადო) ნიკოლოზის ძე კახიშვილი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 დეკემბრამდე სოფელ ქისტაურში ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი ადგილობრივი მღვდელი იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 17 იანვარს სოფელ ურიათუბანში გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 იანვარს გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი გარდაიცვალა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, ს. თ. ანდრონიკოვი სიღნაღის მაზრის მომრიგებელი იყო.