საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87109

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველ ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ მარელისში პართენ მაღრაძის, მისი მეუღლის, ნინო მაღრაძისა და ორი თვის შვილის მკვლელობის საქმე განიხილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ კ. გუთნურისპირელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „თერჯოლის თემი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „მასწავლებელთა გაფიცვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „სოციალიზმის გაკვეთილი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 მარტის „დროების“ ცნობით, მიხაი ზიჩი „ვეფხისტყაოსნისთვის“ სურათებს ხატავდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 16 იანვარს წმინდა ნიკოლოზის სასაფლაოზე ნინო ივანეს ასულ ხიდირბეგიშვილს დაკრძალავდნენ, წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვერა სვიმონის ასული კახიშვილისა მღვდელ ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილის მეუღლე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 დეკემბერს მთავარმართებელმა გოლიცინმა ალექსანდროპოლში დაათვალიერა საერობო დარაჯთა რაზმი, შემდეგ კი გაემგზავრა ერევანში, სადაც დაესწრო ვაგზლის კურთხევას.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-88 წლებში მოსე მიხეილის (მიქაელის) ძე ლეჟავა სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-86 წლებში სამსონ ივანეს ძე შენგელია სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: თანამდებობა

1852-80 წლებში ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1882

ტიპი: თანამდებობა

1882 წელს პავლე დავითის ძე ყუფარაძე სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წელს ანდრია იესეს ძე კოპალეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლის 17 დეკემბერს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს პავლე დავითის ძე ყუფარაძე სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1845

ტიპი: თანამდებობა

1845 წელს ანდრია იესეს ძე კოპალეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს გიორგი ლეკვეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818 წელს იესე ნიკოლოზის ძე კოპალეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს გიორგი ლეკვეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1822

ტიპი: თანამდებობა

1822 წელს ნიკოლოზ კოპალეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1822

ტიპი: გარდაცვალება

1822 წლის 15 იანვარს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ კოპალეიშვილი გარდაიცვალა.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს იესე ნიკოლოზის ძე კოპალეიშვილი სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილი ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში სწერდა, რომ პარიზში ისეთ პირთან სურდა დაკავშირება, ვისაც ჟურნალ „მხედრის“ აღდგენა ენდომებოდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს, თბილისის მუსიკალური სასწავლებლის აშენების დროს, გრიბოედოვისა და კრუზენშტეინის ქუჩების კუთხეში შეძენილი ადგილის მეთვალყურეობა ინჟინერ ი. მ. ალიხანოვს დაევალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინთან შეთანხმებით გრიგოლ პალმს ნება დართო, ბათუმში ყოველთვიური სალიტერატურო და ხელოვნების ჟურნალი „ვოლნა" გამოეცა.