რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი, სომეხ გრიგორიანელთა ეპარქიის უფროსი, გაიწვიეს ეჩმიაძინში და დიდ თანამდებობაზე დანიშნეს.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მიხეილის ძე რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 20 დეკემბერს სოფელ ქისტაურში ადგილობრივი მღვდელი ნიკოლოზ პართენის ძე კახიშვილი ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 8 იანვარს გრაკალში სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის 40 დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დატოვების შემდეგ, ნოე რამიშვილი უცხოეთიდან ცდილობდა ბოლშევიკური ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლებას. ემიგრაციაში ყოფნის დროს ის აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკური კომისიის საქმიანობაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 17 მარტის დადგენილებით, ნოე რამიშვილმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად საქართველო დატოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 თებერვალს ტროცკი ისტორიისა და არქეოლოგიური საზოგადოების კრების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის თებერვლის „დროების“ მეშვეობით ივანე კაციტაძეს შეატყობინეს, რომ მის სტატიას „მასწავლებლის ქცევაზე“ დამადასტურებელი ფაქტების გარეშე ვერ დაბეჭდავდნენ.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წელს თბილისში გარდაიცვალა „კავკასიის სამეურნეო გაზეთისა" და „ნოვოე ობოზრენიეს" თანამშრომელი, ორივე რედაქციის მდივანი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ლარიონოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გიორგი ზდანოვიჩმა ბერლინში დაასრულა საქმე შავი ქვის სინდიკატთან და ავანსი – 200 ათასი მანეთი თბილისში გამოგზავნა.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წლის 22 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განიხილეს გაზეთ „კავკაზის" დროებით რედაქტორად ნამყოფი მ. ა. უსპენსკისა და იმავე გაზეთის თანამშრომლის, გატცუკის საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ ცილისწამება ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილის „დროებაში“ სმირნოვის რეფერატის შესახებ გიორგი ყაზბეგის სტატია დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მარტს სოფელ რეხაში თბილისის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვასილ აბაშიძის ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ ეს არის“ წარმოადგინეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მარტს სოფ. რეხაში თბილისის ალექსანდრეს სახელობის ინსტიტუტის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და ვასილ აბაშიძის ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ ეს არის“ წარმოადგინეს.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს სვიმონ ვლადიმერის ძე კობიაშვილი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქალაქისთავის მოადგილემ არასწორად მიიჩნია ქალაქის თვითმმართველობის მოსამსახურეთა მონაწილეობა სათეატრო წარმოდგენებში, რის გამოც ქალაქისთავმა თვითმმართველობის საქმისმწარმოებელ ვეიმანს ოფიციალურად მოსთხოვა ახსნა-განმარტება სახაზინო თეატრის სპექტაკლში მონაწილეობის გამო.

