რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა კომედია „სადავო მფლობელობა“, გადმოკეთებული დავით ერისთავის მიერ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს სახელმწიფო თეატრში წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“. პირველად შეასრულებდნენ როლებს რისი (ეთერი) და ცინკი (დედოფალი). სოფიო ღაბაძიშე თამაშობდა მარიხას როლს, ბორის ზალიპსკი − აბესალომს, სანდრო ინაშვილი − მურმანს.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ნიკოლოზის ასული რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის დედა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მიხეილის ძე რჩეულიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის ძმა იყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული რატიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრის, დიმიტრი მიხეილის ძე რჩეულიშვილის და იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალექსანდრე თეიმურაზის ძე ძნელაძე იუწყება, რომ დაკარგა საბინაო წიგნაკი და მპოვნელს სთხოვს, დაუბრუნოს მისამართზე: წავკისის ქუჩა N9.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მარტის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, სოფელ მაღლაკის ეკლესიამ საავარიო მდგომარეობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტის „დროების“ მეშვეობით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებისთვის გაწეული დახმარებისთვის ად. გერარდისას, ოლ. ყანჩაველისას, ნ. მერაბოვისას, დავიდოვს, ხახუტაშვილს, ნ. ბერიშვილს და ლიაძეს მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტის „დროების“ მეშვეობით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის კორეცკისას, მარ. რამანოვისა, ვასილ თუმანიშვილს, სოფიო მგალობლიშვილს, ნატო გაბუნია-ცაგარლისას და დავით აწყურელს მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, თ. ბებუთოვი სასამართლო პალატის წევრი იყო.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 10 თებერვლის „დროების“ ცნობით, კონდრატოვიჩი სასამართლო პალატის წევრი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვის სახლის დაწვის გამო, საგუბერნიომ და გლეხთა საქმეთა სამმართველომ საქმეთა წარმოება დროებით შეწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის მინისტრობისას უფრო მეტად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით წესრიგის დამცავი ორგანო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვალერიან გუნია აღნიშნავდა, რომ მის მიერ დადგმულ კონცერტში მონაწილეობაზე ელენე ანდრონიკაშვილმა სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, თუმცა შემდეგ გაზეთის საშუალებით ეს უარყო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძე ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის ბიძა იყო.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 19 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილი პაატა ნაცვლიშვილთან ერთად სან-ფრანცისკოდან საქართველოში დაბრუნდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 აპრილის „დროების“ ცნობით, არქიპო კალანდაძის სტამბა ანტონ ადამეცკიმ შეისყიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-12 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო არჩილ მათიკაშვილი, კონტროლიორებად − ბენიამინ ჩხიკვიშვილი და ვერა აბრამაშვილი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-11 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო გიორგი სადაგაშვილი, კონტროლიორებად − დემეტრაძე, კალანდია.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16-21 იანვარს ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის მე-10 საკომისარიატოს ხელმძღვანელად მიწვეული იყო ლაბაური, კონტროლიორებად − ანტონ ჩიქოვანი, დეისაძე.

