რეგისტრირებული ფაქტები87109
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდში ერთი ოთახი დაეთმო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთაგან შემოწირულ ნივთებს. იქ ინახებოდა ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთებიც.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, სამეურნეო საზოგადოებამ გამოსცა „მოკლე სახელმძღვანელო აბრეშუმის ჭიის რიგიანად მოშენებისთვის“, რომელშიც ბოლეს მიერ მიწოდებული ავადმყოფი და საღი აბრეშუმის ჭიის სურათები იყო ჩამატებული.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 12 აპრილის „დროების“ მეშვეობით მიხეილ და დიმიტრი მელიქიშვილებმა ნაცნობებსა და ნათესავებს შეატყობინეს, რომ მათი და, თამარი გარდაიცვალა.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი ლუარსაბის ძე მაღალაშვილი გარდაიცვალა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 13 აპრილის „დროების“ ცნობით, ქართულ დრამატულ დასს 15 აპრილს ალექსანდრე ყაზბეგის (მოჩხუბარიძის) კომედია „ცხოვრების თანამგზავრი“ უნდა წარმოედგინა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 12 აპრილის „დროების“ ცნობით, კირილე ლორთქიფანიძე ქუთაისის ურთიერთშორის ნდობის საზოგადოების ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული მაღალაშვილისა და ლუარსაბ მაღალაშვილი ცოლ-ქმარი იყვნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 8 აპრილის „დროების“ მეშვეობით, მარიამ და ლუარსაბ მაღალაშვილებმა საზოგადოებას მათი შვილის, გიორგის გარდაცვალება აცნობეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 არილის „დროების“ ცნობით, თბილისის მომრიგებელ სამსაჯულოში გ. ყარანგოზიშვილის და ქრისტეფორე თაიროვის საქმე განიხილეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 10 არილის „დროების“ ცნობით, თ. ავალიშვილი გ. ყარანგოზიშვილის ადვოკატი იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის აპრილში თბილისში ცხენის ჭირთან საბრძოლველად საგუბერნიო ვეტექიმი ბოლოტოვი მოიწვიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 აპრილს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა დამსწრე საზოგადოებას „რუსული შამპანიის“ ღვინო გაასინჯა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვასილ ბარნოვის ახალი რომანი „ხაზართა სასძლო“ ქართულმა ბეჭდვითმა ამხანაგობამ შეიძინა და მოკლე ხანში ცალკე ტომად გამოიცემოდა.

