რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 თებერვალს წითელრაზმელებმა შეამჩნიეს, რომ კანტორა „ნახშირში“ იმყოფებოდა წითელრაზმელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ ელიაშვილი. მან გაქცევა დააპირა, მაგრამ იქვე მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების კრებაზე სოფიო ლონდარიძემ წინადადება წამოაყენა ქალთა სანიტარული რაზმის დაარსების შესახებ. აირჩიეს კომისია: თავმჯდომარედ – ს. ლონდარიძე, მდივნად – ს. ნამგალაური, ხაზინადრად – პ. ფხალაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 28 თებერვალს ორპირის ქუჩაზე, საკუთარ სახლში რევოლვერით თავი მოიკლა პორუჩიკმა კოსტა ხურცილავამ. მიზეზი უცნობია.
1918
ტიპი: თანამდებობა
ახალციხის მაზრის კომისარმა მაღლაკელიძემ 1918 წლის 28 თებერვალს თანამდებობა დატოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ქონებათა სექციის წევრს, პეტრე ქავთარაძეს გაუგზავნა წერილი, მას და მამულების მოურავ პეტრე მამრაძეს ქუთაისში გამგზავრებას სთხოვდა ქონების მისაღებად, რომელიც ეროვნული საბჭოსთვის უნდა გადაეცათ ქუთაისის თავადაზნაურობისაგან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის მარტიდან დავით პავლეს ძე ლოევსკი გზათა სამინისტროს ცენტრალური რეგისტრატურის, მიმოწერის ბიუროსა და ეგზეკუტორის ნაწილის უფროსის მოვალეობათა შემსრულებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 20 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე დავით ორაგველიძე „მეუმრავლესეთა ბრბოს“ წინააღმდეგ იბრძოდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლ მარტს გიორგი ლაფანაშვილი ქალაქ დუშეთში ბაზალეთის თემის წითელი რაზმის წევრ გაბო მწითურს შეხვდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი მთავრობის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორს ატყობინებდა, რომ რაუფ-ბეისთან შეხვედრები ჩიხში იყო შესული, თურქეთი დათმობაზე არ მიდიოდა. დოკუმენტის სისწორეს მ. თუმანოვი ადასტურებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის მარტში აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს მთავრობის თავმჯდომარისათვის პირდაპირი ხაზით დაშიფრული სახით გადასაცემად, რომელშიც აღწერს თურქეთის უკომპრომისო დამოკიდებულებას სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით, რაც ცხადად ჩანს რაუფ-ბეისთან და ვეჰიბ-ფაშასთან საუბრებიდან. იგი ითხოვს მითითებებს სეიმისაგან. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1918 წლის პირველ მარტს „ნოვაია ჟიზნის“ რედაქციის წევრი სტანისლავ ვოლსკი წაიკითხავს ლექციას „საბჭოთა მთავრობა და პარლამენტარიზმი“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ეროვნულმა საბჭომ ქართული კორპუსის უფროსად აირჩია გენერალი ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, შტაბის უფროსად – პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრაში თათრებმა დაარბიეს მიქაელ არამიანცის მამული, სადაც კულტურული მეურნეობა იყო მოწყობილი; გაანადგურეს ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათოვის მამული და სადახლოსკენ მელიქოვებისა და სხვათა მამულების ასაოხრებლად წავიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტმა სეფე მეთოდის ძე ხომასურიძემ დააარსა წრე მარქსიზმის თეორიის შესასწავლად, რისთვისაც ის ციმბირში გადაასახლეს.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 1-ელ მარტს დააკავეს დამნაშავეთა ჯგუფი. რევოლუციურ სასამართლოზე საქმის განხილვის დროს გაირკვა, რომ ნიკოლოზ ბადრიძე (შავო), დავით ქამუშაძე, გაბრიელ ლუკაშვილი, ბაღდო ტერ-მესროფოვი, გაბო გექჩუაშვილი, ვასილ გელიკურაშვილი (ბედნი კიტაი), ანატოლი კოვალენსკი, გიორგი ქარტილაძე, ზაქარია ნათაძე (თარსი), ნიკოლოზ სულაძე, მიხეილ ყაზიაშვილი და არჩილ ბახუტაშვილი მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-2 მილიციის უბნების თანამშრომელთა მკვლელობაში. 3 მარტს სასამართლომ ყველა მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის პირველ მარტს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს თბილისის რკინიგზის დამცვ. წითელრაზმელი გიორგი (ჟორჟიკა) მირზოიანი, რომელიც მოკლეს 20 წლის თელავის ხულიგანი ჯარისკაცების არეულობის დროს. ის უკვე მომწიფებული რევოლუციონერი იყო.

