რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 1917 წლის საზოგადოების გამგეობის მოქმედების ანგარიში. ანგარიშის განხილვა ნინო ნაკაშიძეს მიენდო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის თხოვნა ფიზიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხუციშვილის მიერ ნათარგმნი ფიზიკის სახელმძღვანელოს შესახებ უნდა მოეგროვებინათ ცნობები, შემდეგ კი შეესწორებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1916-1917 წლების მოქმედების შესახებ. სარევიზიო კომისიის წევრი გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ესწრებოდნენ: თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს 18 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის, ჟორდანიასათვის, წერეთლისათვის და რამიშვილისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ თურქები მყარად დგანან ულტიმატუმზე და ბრესტის ხელშეკრულების მიღებამდე არაფერზე საუბარი არ სურთ. თუ ბათუმი იარაღის ძალით იქნა აღებული, თურქეთი შეიძლება არ შეჩერდეს, თან თბილისისკენ გზა არდაგანზე გახსნილიაო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია გამოცხადდა 8 აპრილს. დოკუმენტის სისწორეს ადასტრებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ შესწორება შეიტანა რეზოლუციაში ეროვნული მთავრობის დაჩქარებული წესით დაარსებისა და მიწის საკითხის მშრომელი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყვეტის შესახებ, თუმცა უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა და არ მიიღეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე კანდელაკი; ესწრებოდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მესხი, ვარლამ ბურჯანაძე, სპირიდონ ვირსალაძე. სხდომის მდივანი – ბარნაბა გამსახურდია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ფინანსური სექციის მდივანს, ბარნაბა გამსახურდიას 1-ელი აპრილიდან დაენიშნა გაზრდილი ხელფასი თვეში 500 მანეთის ოდენობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს სურსათის მინისტრი ხატისოვი და მინისტრი კაჩაზნუნი სწერენ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, ასლი ფინანსთა მინისტრ კარჩიკიანს. რომელშიც აღნიშნავენ, რომ საჭიროდ თვლიან მიაპყრონ პარტია დაშნაკცუწუნის ყურადღება იმისაკენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრესტის ხელშეკრულების მიღება შედარებით ნაკლებ ბოროტებად მიაჩნიათ. დოკუმენტის სისწორეს ადასტრებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ჯანსაღობის სექციის დადგენილებით, ფრონტის ხაზზე გაიგზავნენ ექიმები ალექსანდრე მაჭავარიანი და ივანე თიკანაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის დადგენილებით, სამოსამართლო სექციის საქმის მწარმოებელი მარიამ რცხილაძე გაიწვიეს ჯარში სანიტრად, თუმცა შეუნარჩუნეს სამსახური და მისცეს 2 თვის ანაზღაურება წინასწარ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს გამართული საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის დადგენილებით, აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის თანაშემწე გიორგი ციცქიშვილი გაიწვიეს ჯარში, თუმცა შეუნარჩუნეს სამსახურის ადგილი და ხელფასის ნახევარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საფინანსო სექციის დადგენილებით ეროვნულ საბჭოში დასაქმებულ პირებს სააღდგომო პრემიად განესაზღვრათ ერთი თვის ანაზღაურება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 აპრილს ტექნიკური სამმართველოს უფროსმა გზათა მინისტრს ნებართვა სთხოვა, სამინისტროს ტექნიკური და საერთო საქმეთა სამმართველოების ამოქმედების გამო ტექნიკოსი პ. ს. ხარიტონოვი მომარაგების განყოფილების საქმისმწარმოებლად მიეწვია, ხელფასი მისცემოდა დღიურად 20 რუბლი, მაგრამ თვეში არაუმეტეს 600 რუბლისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ტექნიკური სამმართველოს უფროსი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს სამინისტროს ტექნიკური და საერთო საქმეთა სამმართველოების ამოქმედების გამო კ. რ. სტრუბჩევსკის საერთო საქმეთა განყოფილების საქმისმწარმოებლად მისაწვევად ნებართვას სთხოვდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 აპრილს, ტრაპიზონში, ოტომანთა დელეგაცია ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, აკაკი ჩხენკელს მიმართავდა, რომ მოკავშირეთა მოლაპარაკებაში ჩასართველად აუცილებელი იყო ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადება. დოკუმენტს ხელს აწერდა ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ ორბეი. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებდა საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 13 აპრილს ახალციხისა და ახალქალაქის ოლქების მუსულმანი მოსახლეობის დელეგატები სწერენ წერილს ამიერკავკასიისა და თურქეთის მთავრობებს, რომელშიც მოითხოვენ ოლქების თურქეთის მმართველობაში გადასვლას. წერილს ხელს აწერენ დელეგატები: ხემდი ეფენდი, მეჰმედ ეფენდი ოღლი, სულეიმან ეფენდი ლულია ოღლი, რიზა შევიკ ოღლი, მეჰმედ ეფენდი ოღლი. რეშიტ ეფენდი, მევლუდ ოღლი რეშიტოვი, ომერ ოღლი ხურშუტოვი, ეიუბ ოღლი დურსუნი, ედემ ოღლი მურთაზოვი, ეიუბ ოღლი რეკუნი, სინზნუ ოღლი შაკიროვი, მევლუდ ოღლი ხელიდოვი, იბრაგიმ სუეშ ოღლი, ფეიზ ალი ნეხიბ ოღლი, ველი ოღლი რედიბოვი, იორამ ოღლი რახრიესანი, ფიბრაშ ოღლი ახმედოვი, მარიდ ბეკ ფეხლევილ ზადე, ნეხბიე ეფენდი სადიკ ოღლი, მოლი და ახმედ მეხდიკობი, აბდულ ეფენდი ნური, ნური ოღლი აბდულ კეფიროვი, მებიუდ ოღლი მეხმედოვი, სული ოღლი ხეჯალ ბეკოვი, დურსუნ ოღლი რიპევანოვი, სულეიმან ოღლი იბრაგიმოვი, ტეფურ ბეკ ზადე ტურსუნ ბეკოვი, საბიტ ბეკ ზადე ნაზინ ბეკოვი, შახში ოღლი ელტაზოვი, იუსუფ ოღლი შერიოროვი, ხაშან ოღლი ელფიზოვი, იორამ ოღლი მისტროვი, მევიუდ ოღლი სიზამი, აბდულ რახმან ოღლი მურადოვი, აბდულ ოღლი მურადოვი, მორაიმ ოღლი რახელუი, ერსინოდი ოღლი საკიბოვი, საბიკ ოღლი არსიანოვი, მუსტაფა ოღლი მეხსიედოვი, აიდარ ოღლი ბაირამოვი, ომერ ოღლი ფერლუსევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს გიორგი ლაფანაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიგო ხულელიძე წავიდნენ ბაზალეთში და ლექსო ვერძეულთან დაბინავდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ლექსო ვარძეულის სახლში გამართულ კრებას ესწრებოდნენ: მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური, ბუხაშვილი, თომა ჩუბინიძე და გიორგი ლაფანაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე გიორგი ლაფანაშვილსა და მიხა პაპუნაშვილს დაევალათ ბაზალეთის, მუხრანის და ქსნის თემებში მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 აპრილს ჩატარებულ კრებაზე ვიქტორ ცინცაძესა და დათიკო ხუბულურს დაევალათ პარტიული მუშაობა ლეხურისა და ჟამურის თემებში.

