რეგისტრირებული ფაქტები87108
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი, ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები: იოსებ აბაკელია და იესე ბარათაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ხელოვნების კომისიის წევრად ვლადიმერ გობეჩიას ნაცვლად დაინიშნა იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სარედაქციო კომისიის წევრად გრიგოლ ნათაძის ნაცვლად ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსთან საგანგებო სალიკვიდაციო განყოფილების დაარსების შესახებ. კანონპროექტი გადაეცა საფინანსო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს სამხედრო მინისტრის დებულება საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის შესახებ. აღნიშნული დებულება გადაეცა სამხედრო კომისიას რედაქტირებისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ლაშქრის შევსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე (თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი, პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, იოსებ აბაკელია) განიხილეს კანონპროექტი ქალაქ ჭიათურიდან გატანილ შავ ქვაზე საფუთო გადასახდის ერთი კაპიკით გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს ამიერკავკასიის გამმიჯვნელ დაწესებულებათა მიწადმოქმედების სამინიტროსთვის გადაცემის კანონპროექტი, რომლის სარედაქციო კომისიის ტექსტიც უცვლელად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი ათმილიონიანი ფონდიდან გაწეული ხარჯისა და ამ ფონდის აღდგენის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი შინაგან სამინისტროსთან განსაკუთრებული რაზმის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი არსებული მფრინავი რაზმების შტატების გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს კანონი საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და საბოლოო რედაქციით დაამტკიცეს მთავრობის წინადადება დაწესებულებათა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეკრეტის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 31 ივლისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ადმინისტრაციის ინიციატივით მოწყობილმა სამხატვრო-სამუსიკო კოლეგიამ, რომელშიც კონსერვატორიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლაევიც იყო, მოისმინა დიმიტრი არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე". ოპერამ ჟიურის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მისი დადგმა გადაწყდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, პავლე საყვარელიძე, გერასიმე ქიქოძე, კოტე მაყაშვილი. დამხმარეები იყვნენ: გიორგი ნანეიშვილი, საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი. საბჭოს თავმჯდომარეობდა სამსონ დადიანი, მდივნობდა დავით ნახუცრიშვილი. კომისია გაეცნო მთავრობის მიერ შედგენილ ჯარის მოწყობისა და ომის გამოცხადების პრეროგატივასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს. გაიმართა კამათი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის განყოფილების უფროსს, ჩაჩავას შეატყობინეს, რომ ბოროტმოქმედები აბრამიშვილის სახლში შეჭრას და მეპატრონეზე თავდასხმას აპირებდნენ. ჩაჩავა მილიციელებთან ერთად ბოროტმოქმედებს ჩაუსაფრდა და ერთი ცნობილი ყაჩაღი მოკლა, სტუდენტი ბეზურაშვილი კი შეიპყრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში ედუჯანიანცის ბინიდან ბოროტმოქმედებმა 7000 მანეთი მოიპარეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში ფოთის კონკის ვაგონში კონდუქტორმა კალენიკე მამალაძემ იპოვა ტყავის საფულე საბუთებით და გაზეთში გამოაცხადა, რომ პატრონს კიოსკისთვის მიეკითხა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველ აგვისტოს შტატგარეშედ დარჩნენ ბათუმის დაწყებითი კლასების მასწავლებლები: ირაკლი ღლონტი, ლიუდმილა ჯუღელი, ემილია საბანიძე, ლიდია რუხაძე, რიფსიმე კვირკველია, ნინო ჭრელაშვილი, ალექსანდრე მელაძე, ნანა ფერაძე და თამარ მღებრიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის აგვისტოში ალექსანდრე გიორგის ძე ბერაძე ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სახალხო სასწავლებელთა ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის აგვისტოს სასწავლებლის დახურვის გამო შტატგარეშედ დარჩენენ ქობულეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები: იულია გვახარია-ულინსკაია, ზაქრო ონისიმეს ძე წულაძე, მარიამ კონსტანტინეს ასული ესაკია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.

