საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ შეუპოვარის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „ქსნის ხეობა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 აპრილის „დროებაში“ ნიკოლოზ რაზიკაშვილის ჩანაწერი „კოღო“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძემ განაცხადა, რომ ზარალის დასაფარად გამგეობას შეეძლო სათადარიგო თანხის გამოყენება.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე დავით ავალიშვილმა განაცხადა, რომ გამგეობას უფლება არ ჰქონდა, ზარალის დასაფარად გამოეყენებინა დამფუძნებელ წევრთათვის დანიშნული თანხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს იასე ანდრონიკაშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილს საფილოქსერო კრებაზე ჰენრიხ სტრუვემ ამერიკული ვაზის ვარგისიანობის შესახებ რეფერატი წაიკითხა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აპრილის „დროებაში“ ლეჩხუმის მაზრის სასამართლოს შესახებ ქაიხოსრო გელოვანის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 27 აპრილს თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარე ს. გონჩაროვი ერევანში რევიზიის ჩასატარებლად წავიდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში პეტრე უმიკაშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე განცხადება გააკეთა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე აკაკი წერეთელმა განაცხადა, რომ აერჩიათ აგენტები, რომლებიც სწავლის საფასურის ასაღებად საჭირო დროს მიაკითხავდნენ მშობლებს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გადაუხდელი სწავლის საფასურის შესახებ განცხადება გააკეთა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ა. ელანაძის სტატია „გურიის ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, დ. დათეშიძე სასულიერო სემინარიის მდივნის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 აპრილის „დროების“ ცნობით, სასულიერო სემინარიის მმართველობამ სილიბისტრო ჯიბლაძე მავნე ჩვევის გამო დაითხოვა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ინანოვის ანგარიშს უფრო ტურისტული ხასიათი ჰქონდა, აფხაზებზე ბევრ საინტერესო ცნობასა და ამ მხარეში უცხო ქვეყნიდან გადმოსახლებულებზე მოგვითხრობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-3 საკომისარიატოს ხელმძღვანელი აკაკი ტყემალაძე, კონტროლიორები – თიკო ნიკოსოღოვი, გაბრიელ ჩიკვაიძე. ბიურო მდებარეობდა ქალთა მე-8 გიმნაზიის შენობაში, ბებუთოვის ქუჩაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 16-21 იანვრის ქალაქის საბჭოს საარჩევნო აღწერისთვის უკვე მუშაობდნენ მე-2 საკომისარიატოს ხელმძღვანელი ელ. ბაჟმეუკოვ-მელიქოვა, კონტროლიორები – ყიასაშვილისა და მიხეილ სოსელია. ბიურო მდებარეობდა საპიორის შესახვევი, N3.

1921

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 17 მარტის შემდეგ საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას ნოე რამიშვილის ოჯახი (ისევე, როგორც სხვა ქართველი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახები) შეჭირვებულად ცხოვრობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 7 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა გიორგი იოსელიანის წერილი იაკობ გოგებაშვილისა და ანდრია ღულაძის პოლემიკის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „გაწამებული ნავთი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 იანვარს ვლადიმერ მიხეილის ძე კობახიძე უდროოდ გარდაიცვალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამგეობის წევრ ევგრაფ ხოსროევს დაევალა, შეემუშავებინა სავალდებულო დადგენილება ქალაქის საყასბო მოსამსახურეების კვირადღეს დასვენების შესახებ და საბჭოსთვის წარედგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სამთო ინჟინერმა მ. ა. შოსტაკოვმა დუშეთის მაზრაში ოქროს მოპოვებაზე დაიწყო მუშაობა. იმ ადგილებში, სადაც მადანს ვარაუდობდნენ, ოქროს მიწის სარეცხი ორი აპარატი დადგეს და ორი მუშა დაიქირავეს.

1967

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1967 რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.