საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90199

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატს სიღნაღის მაზრის წარმომადგენლების, ვასილ ალადაშვილისა და ალექსი თეგაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, თელავის მაზრისათვის შეიარაღების გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 თებერვალს სამხედრო სექციის წევრმა ალექსანდრე ზაქარიაძემ წერილი გაუგზავნა ქართულ ეროვნულ საბჭოს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კავკასიის მსროლელთა რაზმებში ინახებოდა დროშები და სხვა ძვირფასი ნივთები. სამხედრო სექცია საბჭოს აღნიშნული ნივთების მათ საკუთრებაში გადაცემას სთხოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ტრეიმანი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ა. ა. ენფიაჯიანცი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი ყორღანოვი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს თბილისის გუბერნიის შრომის კომისიის წარმომადგენელი კორსუნსკი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს პროფკავშირების წარმომადგენელი კოპაძე შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 თებერვალს მეტალურგების წარმომადგენელი სლუცკი შრომის სამინისტროში გამართულ არასრულწლოვანთა და შინამოსამსახურეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობის შესახებ საკითხის განმხილველ სხდომას საკონსულტაციო ხმის უფლებით ესწრებოდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 15 თებერვალს სავაჭრო-სამრეწველო სექციამ წერილი გაუგზავნა სახალხო სამეურნეო სექციას, რომლის თანახმად, მიწის შესახებ დეკრეტის გამოცემის შემდეგ, სხვადასხვა სახის მადნეულობის გამოცემა შეფერხდა. ხელს აწერს იასონ ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ფინანსური უწყების წარმომადგენლად მ. ა. ბუნიატიანი დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ვაჭრობისა და მრეწველობის უწყების წარმომადგენლად ლ. ს. ქიქოძე დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმსა და თურქეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დროს საქმეთა მმართველად მ. გ. თუმანოვი დაინიშნა, ხოლო მის თანაშემწეებად – რ. ს. მიქელაძე და გ. ა. ნანეიშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე დანიშნა. ღამბაშიძის გარდა კიდევ ორი თარჯიმანი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა დაადგინა, რომ თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიეღოთ პოლიტიკური პარტიების მდივნებს: გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძეს (ვეშაპელს), ა. ბ. პეპინოვს, სამსონ ფირცხალავასა და რ. ტერ-მინასიანს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მეურნეობის გამგედ ლ. ა. შოტნიევი დანიშნა. შოტნიევთან ერთად მასთან მომსახურე პირებიც დაინიშნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს განათლების სექციამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სალმან ლორთქიფანიძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი გაუგზავნა ამიერკავკასიის კომისარიატს თელავის მაზრისათვის შეიარაღების გამოყოფის თაობაზე სოფელ ალმატის წარმომადგენლების, ისაკო ბაწილაშვილისა და ლევან ხარებაშვილის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველს, პავლე საყვარელიძეს წერილი გაუგზავნა ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ, პროკოფი დოლიძეზე მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო მოლაპარაკების დელეგაციის ტრაპიზონში გამგზავრება გადაიდო 1918 წლის 17 თებერვლისთვის რუსეთის სამშვიდობო დელეგაციის მდივნის კარახინისგან მიღებული ტელეგრამის გამო, რომელშიც იტყობინებოდა, რომ ბრესტ-ლიტოვსკში ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ბათუმი, ყარსი და არდაგანი თურქეთს გადაეცემოდა. დელეგაცია იძულებული იყო თბილისში მოეცადა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 თებერვალს სოფ. ბაზალეთში ჩატარდა მიტინგი, სადაც მენშევიკების მხრიდან გამოდიოდა ისიდორე რამიშვილი, ხოლო ბოლშევიკებისა – თედო შუშიაშვილი.