რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 5 მაისის „დროების“ ცნობით, იოსებ პენჩინსკი თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ზაქარია ოქროპირის ძე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1845
ტიპი: გარდაცვალება
1845 წლის 19 ოქტომბერს სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ვასილ გიორგის ძე ხარშილაძე გარდაიცვალა.
1819
ტიპი: თანამდებობა
1819-45 წლებში ვასილ გიორგის ძე ხარშილაძე სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 9 მაისს სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი ვლადიმერ მალაქიას ძე მაჭარაშვილი გარდაიცვალა.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-71 წლებში ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1822
ტიპი: გარდაცვალება
1822 წელს სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გოგალაძე გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898-1917 წლებში ვლადიმერ მალაქიას ძე მაჭარაშვილი სოფ. კორბოულის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871-1910 წლებში სპირიდონ გიორგის (გრიგოლის) ძე აბულაძე სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 29 დეკემბერს სოფ. კორბოულის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გლახუას ძე შეყლაშვილი გარდაიცვალა.
1945
ტიპი: ღონისძიება
1945 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ლეო მათეს ძე კერესელიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წელს არჩილ პავლეს ძე კერესელიძეს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლეო მათეს ძე კერესელიძე ქართული ეროვნული არმიის შექმნაში მონაწილეობდა და მოხალისეთა პოლკს მეთაურობდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს გიორგი მათეს ძე კერესელიძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-1918 წლებში გიორგი მათეს ძე კერესელიძე ბერლინში გაზეთ „ქართული გაზეთის“ რედაქტორი იყო.

