რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და კახეთის რკინიგზის გამგეობას დაავალეს სამგზავრო ტარიფის გაზრდის შესახებ მოხსენების შემუშავება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, რაფიელ ყაზბეგი, გიორგი ჟურული, იასონ ლორთქიფანიძე, გიორგი თუმანიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. კომისიის წევრებმა ისაუბრეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ და გამგეობას დაავალეს შუამდგომლობა ამიერკავკასიის კომისარიატის წინაშე, ხაზინიდან ფულადი დახმარების გამოყოფის მიზნით. ასევე ეროვნულ საბჭოს სთხოვეს, მხარდაჭერა საკითხის გადაწყვეტაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის თავმჯდომარემ, იასონ ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საფინანსო სექციის კრებაზე განიხილებოდა და გადაწყდებოდა აზოვის ბანკში დაგირავებული რკინიგზის აქციების ამიერკავკასიის ბანკისთვის გადაბარების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ კრებას აუწყა ეროვნული საბჭოს კუთვნილებაში არსებული რკინიგზის აქციების აზოვის ბანკში დაგირავების შესახებ. სხდომის გადაწყვეტილებით საკითხი აქციების გაყიდვის შესახებ მოიხსნა და კახეთის რკინიგზის გამგეობას დაევალა ამ გზის გაგრძელებისა და სხვა რკინიგზებთან შეერთების შესაძლებლობების განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებათა გამოძებნის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გამოითქვა აზრი კახეთის რკინიგზაზე ეროვნული საბჭოს მიერ დანიშნულ კომისრის აუცილებლობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე კახეთის რკინიგზის გამგეობას მგზავრობის ტარიფის გასაზრდელად პროცედურების შემუშავება დაევალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს წინადადება კახეთიდან ღვინისა და შეშის გადმოზიდვის ნებართვის შესახებ, რის შემდეგაც აღმასრულებელ კომიტეტს დაევალა აღნიშნული საკითხის შუამდგომლობის მხარდაჭერა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე კახეთის რკინიგზის გამგეობას დაევალა შუამდგომლობა ამიერკავკაციის კომისარიატის წინაშე ხაზინიდან ფულადი დახმარების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 იანვარს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს კახეთის რკინიგზის აქციების გაყიდვის საკითხი, თუმცა საკითხი მაშინვე მოიხსნა და გამგეობას დაევალა რკინიგზის გაგრძელებისა და სხვა გზებთან შეერთების საკითხების მოგვარება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ რკინიგზის შემოსავლების გასაზრდელად უბილეთო მგზავრების, ვაგონებით ბარგისა და პროდუქტების უფასოდ გადატანის წინააღმდეგ ზომების გამკაცრება იყო საჭირო. მატარებლების შემოწმებისას მათ წინააღმდეგობას საფოსტო ვაგონების ზოგიერთი წევრი უწევდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ საფოსტო ვაგონების შემოწმებისას გასატანად აკრძალულ პროდუქტებსაც ხვდებოდნენ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ვაგონების შემოწმება. ცნობილაძემ ითხოვა, მისთვის N19 საფოსტო ვაგონების შემოწმების გზა ეჩვენებინათ. დეპეშა ჩეკულაევამ დაბეჭდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები – ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მცხოვრებთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნები გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პედაგოგ ნინო ლომოურის თხოვნა ერთი უყდო „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ფასად დათმობის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მისთვის „ვეფხისტყაოსანი“ 25 მანეთად უნდა დაეთმოთ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პირები: გ. ვ. ისრაელიანცი, ს. რ. მელქუმოვი, ს. მ. კასიმოვი, ბ. ი. პირუმოვი, ე. ნ. ტერ-მიქაელიანი, ანდრიას-ბეგ სერებრიაკოვი, პ. ნ. ტერ-ნერსესოვი, ნ. გ. ხოჯაევა, ი. გ. მურადოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოფელ ბობოთის ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის წევრის კონდრატე არჩილის ძე მხეიძის თხოვნა სკოლისთვის ერთდროული და ყოველწლიური დახმარების შესახებ. მან ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის წიგნებით და სურათებით დახმარებაც ითხოვა. გამგეობის გადაწყვეტილებით, მათთვის 25 მანეთის წიგნები უნდა გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სოხუმის განყოფილების გამგეობის თხოვნა თავშესაფრის შესანახად ყოველთვიურად 1200 მანეთით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სოხუმის განყოფილებისთვის 300 მანეთი უნდა გაეგზავნათ და ეცნობებინათ, რომ სწავლა მაისამდე გაეგრძელებინათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9/16 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, პეტრე ჭარაიასთვის დასახმარებლად ერთი თვის ხელფასი გაეგზავნათ. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

