რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და კონსტანტინე მესხი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე იმსჯელეს ქუთაისის საადგილმამულო ბანკისგან მიღებული წერილის შესახებ, რომელიც ქუთაისის გიმნაზიისათვის 32 ათასი მანეთის გადაცემას ეხებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს მზრუნველობისა და ქველმოქმედების სამინისტროს განცხადების მიხედვით სერგო ნიკოლოზის ძე სირინი დაინიშნა ნაფიცმსაჯული ადვოკატის დამხმარედ, განცხადება ძალაში შედის 1918 წლის 16 მაისიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელსაც გიორგი ლასხიშვილი თავმჯდომარეობდა. ისაუბრეს ამიერკავკასიისა და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 16 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გურჯაანის ფილიალის წევრები იყვნენ: ანა იოსების ასული აბაშიძე, ნინა იროდიონის ასული თიბილოვა, იოსებ მიხეილის ძე ჯალიაშვილი, ანა ჯიბლაძე, მარია ნავოჩენსკაია და ანასტასია ალხაზაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აიჩიეს საქართველოს კონსტიტუციის პროექტის კომისიის წევრები: აკაკი ჩხენკელი, ზურაბ ავალიშვილი, სერგო ჯაფარიძე, გრიგოლ რცხილაძე, შალვა მესხიშვილი, ვიქტორ თევზაია, ვლადიმერ გობეჩია, რაჟდენ არსენიძე და გიორგი გვაზავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დავით ონიაშვილმა ისაუბრა ახალი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც სხვადასხვა ახალი პოლიტიკური გარემოების მხედველობაში მიღებითა და გათვალისწინებით, შეიმუშავებდა კონსტიტუციის პროექტს. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმნენ პეტრე ქავთარაძე და შალვა მესხიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილის განცხადებით გაიმართებოდა მხოლოდ სჯა-ბაასი კონსტიტუციის პროექტების შესახებ და არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების ბათუმიდან დაბრუნებამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ნოე ხომერიკი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, კონსტანტინე მესხი და სილიბისტრო ჯიბლაძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომის დადგენილებით, პრეზიდიუმის სხდომა დაინიშნა ყოველდღე, პირველ საათზე, ხოლო კომიტეტის სხდომა – დღეგამოშვებით, საღამოს 5 საათზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს შრომის სამინისტრომ თბილისის შემნახველი სალაროს საქალაქო განყოფილებას მოქალაქე ნიკოლოზ მოჟაისკოვისთვის რუსეთში დასაბრუნებელი მცირეოდენი თანხის გამოეყოფის თხოვნით მიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა ქალაქ თბილისის სამხედრო წესები და თბილისის კომენდანტად დაინიშნა გენერალი სტეფანე ახმეტელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას სტუმრის რანგში ესწრებოდნენ: დავით ვაჩნაძე, შალვა მესხიშვილი, გენერალი ვასილ გაბაშვილი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი და ალექსანდრე ზაქარიაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და გიორგი გვაზავა, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ორგანოდ დადგინდა კომისია ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის ხელმძღვანელობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომისიის სხდომაზე გადაწყდა ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანა და შესანახად კორპუსის უფროსისთვის, გენერალ ვასილ გაბაშვილისთვის გადაცემა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 მაისს საგანგებო საგამოძიებო კომისიამ წითელი გვარდიის უფროსს ტელეგრამა გაუგზავნა თხოვნით, წითელგვარდიელი სიმონ ალასანიასთვის დავალება მიეცათ, 22 მაისს, დილის 11 საათზე, დასაკითხად გამოცხადებულიუყ კომისიის შენობაში (ერმალოვის ქ. N9). წერილს ხელს აწერდა კომისიის წევრი გ. იომარჯიძე, გადასცა ბუტკოვსკიმ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ოლქის უფროსის, ინჟინერ თუმანოვის 1918 წლის 18 მაისის ბრძანებით, 1 აპრილს კავკასიის მდინარეების შემსწავლელი მეორე საძიებო პარტიის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებულ ინჟინერ კრიუკოვისთვის უნდა მიეცათ თვეში 400 რუბლის ოდენობის სარგო 1917 წ. ნოემბრიდან და ამ სარგოს შესაბამისად – შტატგარეშე დახმარება მდგომარეობის მიხედვით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გრიგოლ ვეშაპელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე და გიორგი ლასხიშვილი; მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მიზანი იყო მოხელეთა მომზადება მომავალი ნაციონალიზაციისათვის ყველა დაწესებულებაში ქართულ ენაზე საქმეების წარმოების თაობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის წევრად საბჭო იღებდა ყველა მოსამსახურეს განურჩევლად სქესისა. წევრობა შეეძლოთ სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებსაც, რომლებმაც იცოდნენ ქართული ენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს გრიგოლ რცხილაძის თავმჯდომარეობის პერიოდში გამოცემული სრულიად საქართველოს ქართველ მოხელეთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის ქონება მისი გაუქმების შემთხვევაში გადავიდოდა კრების მიერ დასახელებული დაწესებულების კუთვნილებაში.

