საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ივანე გიორგის ძე ყაზბეგი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე გიორგის ძე ყაზბეგი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში ივანე გიორგის ძე ყაზბეგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ივანე გიორგის ძე ყაზბეგი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს ივანე გიორგის ძე ყაზბეგმა გენერალ-მაიორის წოდება მიიღო.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს შიო ისაკის ძე შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებული იყო ოზურგეთში.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარია თავის დანიშნულებას ვერ ასრულებდა, რადგან სწავლა რამდენჯერმე შეწყდა. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ნ. რ. ზავადსკიმ და ოქტომბრის დამლევს ხონში საქმის გასარკვევად ალექსანდრე სლოვინსკი გაგზავნა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-86 წლებში პავლე გიორგის ძე ოყრეშიძე სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წელს იოსებ გრიგოლის ძე გიორგაძე სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: გარდაცვალება

1851 წლის აგვისტოში სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ გიორგის ძე მხეიძე გარდაიცვალა.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848 წელს შიო ჩხიკვაძე სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864-68 წლებში ვასილ ნიკოლოზის ძე ქელბაქიანი სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 26 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოში ანტონ ყორღანოვის, ივანე სემიონოვის, ტერ-შმოვანოვისა და ქრისტეფორე ტერ-მიკირტიჩიანცის საქმეს განიხილავდნენ. მათ ყალბი ბათილამის შედგენა ბრალდებოდათ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს იოსებ ცისკარიშვილი კარდენახის სკოლის პედაგოგი იყო.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროების“ მეშვეობით იოსებ ცისკარიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, რომლებმაც კარდენახის სკოლისთვის ახალი შენობის შესყიდვაში წვლილი შეიტანეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროებაში“ კავთისხევის შესახებ ივანე ჯაჯანაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროებაში“ ივანე ჯაჯანაშვილის სტატია „კახეთის ავი და კარგი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 24 მაისის „დროების“ ცნობით, დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გარკვეული თანხა შესწირა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 19 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი დუშეთში ახლად აშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის კურთხევას დაესწრო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 2 მაისს ნინა ხუმარაძის ხელმძღვანელობით ფოთში საქალებო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ივანე ნიკოლაძის მემკვიდრეთა მაღაზიაში, ყოველგვარი საქონელი უფრო იაფად იყიდებოდა ვიდრე სხვა მაღაზიებში.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 მაისის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის სტატია „ხმა ქუთაისიდან“ დაიბეჭდა.