რეგისტრირებული ფაქტები80220
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 26 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის ოლქის სასამართლოში ანტონ ყორღანოვის, ივანე სემიონოვის, ტერ-შმოვანოვისა და ქრისტეფორე ტერ-მიკირტიჩიანცის საქმეს განიხილავდნენ. მათ ყალბი ბათილამის შედგენა ბრალდებოდათ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 24 მაისის „დროების“ ცნობით, დუშეთის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ გარკვეული თანხა შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 19 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი დუშეთში ახლად აშენებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის კურთხევას დაესწრო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 მაისს ნინა ხუმარაძის ხელმძღვანელობით ფოთში საქალებო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 23 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ივანე ნიკოლაძის მემკვიდრეთა მაღაზიაში, ყოველგვარი საქონელი უფრო იაფად იყიდებოდა ვიდრე სხვა მაღაზიებში.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 მაისის დროების „ცნობით“, დიმიტრი ვირუბოვმა კავკასიის მუზეუმს საჩუქრად ადგილობრივი სახლების 4 ნიმუში გაუგზავნა.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 15 მაისის „დროების“ ცნობით, ი. ვახტელი ვენური გაზეთის კორესპონდენტი იყო.
1885
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ელ. ბარიატინსკისა ალექსანდრე ბარიატინსკის მეუღლე იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მაისის „დროების“ ცნობით, ელ. ბარიატინსკისამ თბილისის თავდაზნაურობას ერეკლე მეფის ის თოფი შესწირა, რომელიც თავადაზნაურობამ მის განსვენებულ ქმარს მთავარმმართებლობის დროს საჩუქრად გადასცა.
1813
ტიპი: თანამდებობა
1813-51 წლებში ბესარიონ გიორგის ძე მხეიძე სოფ. მანდიკორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904-17 წლებში თომა გარსევანის ძე ჩინჩალაძე სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-04 წლებში ტარას ლეონტის ძე ძიგრაშვილი სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865-1902 წლებში ოქროპირ ალექსის ძე კვიჟინაძე სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907-12 წლებში ბესარიონ ფილიმონის ძე მელაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ბესარიონ ფილიმონის ძე მელაძე სოფ. მათხოჯის წმ. ვასილის ეკლესიის მღვდელი იყო.
1857
ტიპი: თანამდებობა
1857-63 წლებში იოანე სიმონის ძე ჯაოშვილი სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1863
ტიპი: თანამდებობა
1863-71 წლებში სპირიდონ გიორგის (გრიგოლის) ძე აბულაძე სოფ. მანდაეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.