საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93165

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდემა მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში გიორგი ერისთავი ქართულ ჯარში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გიორგი ერისთავს ქართული კარის გენერლის წოდება ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში გიორგი ერისთავი საქართველოს ჯარის ცხენოსან ნაწილს მეთაურობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

იოსებ როინიშვილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, ივანე ჯაფარიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან ივანე ჯაფარიძე იყო უცხოურ მისიებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი და სამხედრო სამინისტროს დავალებათა შტაბ-ოფიცერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ქონიაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ასლან-ბეგ აბაშიძე მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პროქართულ ორიენტაციას აჭარაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ ასლან-ბეგ აბაშიძე ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ასლან-ბეგ აბაშიძე ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში 1918 წელს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე წარმომადგენლებად გაიგზავნებოდნენ აკაკი ჩხენკელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ ფირცხალავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს სკოლების საერთო გამგედ დამტკიცდა არსენ წითლიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევგენი გეგეჭკორი და წაიკითხა ოსმალეთის მთავარსარდლისგან გამოგზავნილი დეპეშა ზავის დადებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და პავლე საყვარელიძეს დაევალათ მობილიზაციის შესახებ მოწოდების შედგენა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა დაინიშნა ვექილად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ოსმალეთთან ზავის დადების თაობაზე საჭირო იყო სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება სხვადასხვა მთავრობასთან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების პარალელურად, მის მოკავშირე სახელმწიფოებთანაც (ბულგარეთი, გერმანია და სხვა) უნდა დაგეგმილიყო შეხვედრები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრების დადგენილებით, კახეთის რკინიგზის თანამშრომლები და მათი აღმასრულებელი კომიტეტი ფუნქციებით და უფლებებით გათანასწორდა ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომლებთან და მათ აღმასრულებელ კომიტეტთან. ასევე, კახეთის რკინიგზის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები მიიწვიეს სხდომაზე 5 იანვარს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გამოირკვა, რომ ქართველ მაჰმადიანთა ბათუმის კომიტეტი ითხოვდა ფულის გაგზავნას ბათუმის ოლქის მაჰმადიან ქართველთა ყრილობის მოსაწვევად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოსმალეთთან ზავის დადების შესახებ.