რეგისტრირებული ფაქტები91197
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ისაუბრეს ზურნაბადის სადგურის მნიშვნელობის შესახებ და გამოითქვა აზრი სადგურის გადმოტანის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხში გარკვევა და მოხსენების წარმოდგენა დაევალა გიორგი ბაქრაძეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს რევაზ გაბაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დაადგინეს წინამძღვრიანთკარის სკოლისთვის სამი ათას ექვსასი მანეთის გადაცემის საკითხი.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 21 მარტის „ერთობის“ ცნობით, სადგურ სადახლოში შეტაკების დროს დაიღუპა გურიის საგანგებო რაზმის წევრი, 18 წლის ვარლამ ჭანტურიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის 1918 წლის 22 მარტის ცნობით, ნიკოლოზ აპოლონის ძე პალავსკი იყო 27-2 კავკასიის მსროლელი პოლკის 1-ელი ბატალიონის კომანდორი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვი სახელმწიფოსგან პენსიის სახით 10 თუმანს იღებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 მარტს სოლომონ ჯავროვის მთავრობისთვის გაგზავნილი წერილის თანახმად, იგი თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოში ორმოცდაორი წელი მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 მარტიდან ოლგა ნიკოლაევა ბლიუმი გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 8 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 მარტიდან მარია მიხაილის ასული ვიშნევსკაია გზათა სამინისტროს კანცელარიის ჩინოვნიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 8 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 23 მარტს ტრაპიზონის კონფერენციის მეექვსე სხდომაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ ოლთის ოლქის, არდაგანის სამხრეთ ნაწილის, ყარსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილისა და კაგიზმანის ოლქის დასავლეთ ნაწილის დათმობის შესახებ განაცხადა, სომხეთის თვითგამორკვევის საკითხს კი შემდგომ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტიდან ვერა აბაშკინა გზათა სამინისტროს კანცელარიის დამლაგებლად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 4 რუბლს შეადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს აკაკი ჩხენკელი სწერს კონფიდენციალურ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს, გენერალ მდივანს და ატყობინებს ვეჰიბ-ფაშასგან მიღებულ კერძო ინფორმაციას ხოფის რაიონში ჭურვების ჩამოყრასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის 7 საათზე ტრაპიზონის მოლაპარაკებაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ულტიმატუმი თურქეთის ხელისუფლებისაგან, რათა 48 საათის განმავლობაში ეცნობებინათ საბოლოო პოზიცია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის გამგეობამ დაადგინა, სახლის კომიტეტებს, გარდა სურსათის განაწილებისა, დაევალოთ ბინის საქმე და სანიტარული მდგომარეობის მიხედვა. ამ საკითხის ინსტრუქციის შესადგენად აირჩიეს კომისია შემდეგი შემადგენლობით: კალუჟნი, პოპოვი, ფირუმოვი, დავიდხანიანი, გეპშტეინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ, ქალაქის თვითმართველობის დადგენილებით, ბინის საკითხის გამგემ, გეპშტეინმა უნდა შეიმუშაოს ბინის პროექტი და საბჭოს წარუდგინოს განსახილველად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის „ერთობის“ ცნობბით, სპარსეთიდან მომავალ ამიერკავკასიის ქალაქთა კავშირის მოსამსახურეებს ნახიჩევანის გზაზე თავს დაესხა ყაჩაღთა ბრბო და მოკლეს ხუთი კაცი, მათ შორის ბეგოიძე და ბარსეგოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ტელეფონის, ტელეგრაფის და რადიო-ტელეგრაფის რწმუნებულად დაინიშნა ბართლომე გიორგის ძე სურგულაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ბათუმის ციხის კომენდანტად დაინიშნა გენერალი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ბათუმის რაიონის თავდაცვის უფროსად – მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრის განკარგულებით ოზურგეთის, ზუგდიდის, სენაკის მაზრებისა და სოხუმის ოლქის ემისრად ვასო ქავჟარაძე დაინიშნა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 მარტის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, რომ ბოლშევიკებისა და მუსულმანების შეტაკების დროს ბაქოში ვერაგულად მოკლეს სეიმის წევრი, სოციალ-რევოლუციონერი ლ. ათაბეგიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.

