საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89486

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მიიღეს კანონპროექტი ჯაშუშობის საქმეთა კომისიის გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ერთხმად მიიღეს კანონი სახელმწიფო კონტროლიორის თანამდებობის დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ არსენიძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ წაიკითხა მოხსენება მოქალაქის პოლიტიკურ და მოქალაქეობრივ უფლებებზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ი. ჩერქეზიშვილს მიენდო კორპორატიული უფლებები. სხდომა/კომისიამ დაადგინა, რომ ყოველი თავი დაესაბუთებინათ. რ. არსენიძეს დაევალა მოქალაქეობის დებულებათა საბოლოო დასაბუთება, პ. საყვარელიძეს კი ტერიტორიული გამიჯვნისა.

1918

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 29 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 12 „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა წერილი „საუბარი მუშა ქალებთან, II“. ავტორი განიხილავს ქალების ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის და მოუწოდებს მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას რაჟდენ არსენიძე და პავლე საყვარელიძე დაესწრნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე რაჟდენ მათეს ძე არსენიძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ საბოლოოდ დამუშავებული დებულება წარადგინა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივლისში უცნობმა პირებმა მიხეილის პროსპექტზე გაქურდეს პოლკოვნიკ ალექსეევის ბინა და 11 850 მანეთის ღირებულების ნივთები წაიღეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივლისში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი და პროფესორი ივანე ჯავახიშვილი საშუალო სასწავლებლების მასწავლებლებს მიესალმნენ და მათთვის სამხედრო გიმნაზიაში გახსნილი (ორთვიანი) კურსების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მთავრობამ კურსების ხარჯების ასანაზღაურებლად 25 000 მანეთი გამოყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივლისში საქართველოს რესპუბლიკის საქმეთთა მმართველმა სარგის კაკაბაძემ იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას მისწერა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსთან საკოდიფიკაციო განყოფილების დაარსების შესახებ მთავრობისგან 29 ივლისის სხდომაზე მიეწოდათ და ეროვნულ საბჭოს წარედგინა დასამტკიცებლად.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა სამმართველოს უფროსს, გიორგი გაბრიელის ძე ფიცხელაურს ხელფასის სახით 1000 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს საერთო საქმეთა სამმართველოს იურისკონსულტ კონსტანტინე დიმიტრის ძე მიქელაძეს ხელფასის სახით 750 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს საქმისმწარმოებელ ალექსანდრე ევსტაფის ძე ღამბაშიძეს ხელფასის სახით 600 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს იურისკონსულტის საქმისმწარმოებელ შალვა ივანეს ძე ქავთარაძეს ხელფასის სახით 400 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს საქმისმწარმოებელ პავლე ფეოდორის ძე კალაშნიკოვს ხელფასის სახით 600 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს მოლარე-მოანგარიშე არჩილ ალექსანდრეს ძე რჩეულოვს ხელფასის სახით 500 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს ექსპედიტორ ივანე ზაქარიას ძე ბერიევს ხელფასის სახით 400 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ელენა პეტრეს ასულ ბენდელოვიჩს ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ მარია მიხეილის ასულ ვიშნევსკაიას ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ლიუბოვ მოსეს ასულ ფრიდმანს ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ნატალია ანტონის ასულ ბეერს ხელფასის სახით 275 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ სილვია გრიგორის ასულ ქოქოძეს ხელფასის სახით 250 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ლეონიდ ივანეს ძე ჯაფარიძეს ხელფასის სახით 300 რუბლი, 1918.10.07-ში კი 210 რუბლი დაერიცხა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გზათა მინისტრის მდივან იოსებ ივანეს ძე მაჭავარიანს 1918 წლის ივლისში დაერიცხა ხელფასი 600 რუბ.