რეგისტრირებული ფაქტები89485
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
მ. ა. კოვალიოვი, რომელიც სამსახურში დაააბრუნეს 1-ლი მარტის გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 5 ივლისს შუამდგომლობით მიმართავს გზების უფროსს, რომ სამსახურის შეწყვეტა უხელფასო შვებულებად ჩაუთვალონ და დაუნიშნონ გასამრჯელო სამსახურის დაკარგვისთვის, გამოუყონ დიდი დახმარება, რომლითაც მოვალეობას იკისრებენ, დაუფარონ გათავისუფლების დროს მიღებული საპენსიო შენატანები.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 5 ივლისს ელენე ივანეს ასულმა ლუკაშვილმა, რომელმაც თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი დაამთავრა, სამინისტროში გადამწერის ადგილი ითხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დამტკიცდა საგარეო საქმეთა კომისიის შემადგენლობა: კონსტანტინე საბახტარიშვილი, არსენა მულაიშვილი, დავით ონიაშვიილი, გიორგი გაგლოევი, არჩილ ჯაჯანაშვილი, იოსებ გობეჩია და შალვა ამირეჯიბი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით, სარწმუნოების კომისიაში გიორგი ცინცაძის ნაცვლად იოსებ მარუაშვილი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით გზათა კომისიას გიორგი ცინცაძის ნაცვლად გიორგი გაგლოევი დაემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების გადაწყვეტილებით სამეურნეო-საგამგეო კომისიის შემადგენლობას გერასიმე მახარაძის, გიორგი ცინცაძისა და გიორგი ერაძის ნაცვლად ილია ბადრიძე, ვასილ წულაძე და ნოე ცინცაძე დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო კომისიის შემადგენლობას ნოე ჟორდანიასა და ბიქტორ თევზაიას ნაცვლად ალექსანდრე ლომთათიძე და კონსტანტინე საბახტარაშვილი დაემატნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მასწავლებლებისთვის საზაფხულო კურსების გახსნის კანონი საფინანსო და განათლების კომისიებს გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სასწავლებლისთვის სწავლა-აღზრდის ერთგვარი პრინციპის დამყარებისა და სკოლის მართვა-გამგეობის მთლიანობის დაცვის შესახებ კანონი გადაეცა განათლების კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ლანჩხუთის დახმარების შესახებ კანონპროექტი საფინანსო კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, პურისა და თამბაქოს შესასყიდად ხუთი მილიონი მანეთის გამოყოფის კანონპროექტი საფინანსო კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი სახელმწიფო დაწესებულებებში მოსამსახურეთა სალიკვიდაციო შემწეობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი თბილისის საობლო სასამართლოს გაუქმების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საბეჭდ მანქანაზე მბეჭდავთა რაოდენობის გაზრდის განკარგულება გაიცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ჩხეიძე, საბჭოს წევრებიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ალექსანდრე ფარნიევმა წარადგინა წინადადება მთავრობის თავმჯდომარის პირად მდივანს ნაცვლად კომისიის მიერ დადგენილი ანაზღაურებისა, რომელიც არ აღემატება 750 მანეთს, დაენიშნოს 1000 მანეთი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 6 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მილიციამ შეიპყრო სასურსათო კომიტეტის მეორე ნაწილის თავმჯდომარე ა. ა ვართანოვი და მეტეხის ციხეში გაგზავნა. დაპატიმრება უკავშირდებოდა უკანასკნელ პოლიტიკურ ამბებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, კოტე მაყაშვილი, სამსონ დადიანი, ივანე ჩერქეზიშვილი, გრიგოლ ვეშაპიძე და მდივანი პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, სოციალისტ- დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტებისა და ნაციონალ-დემოკრატების ფრაქციებს ეცნობებინათ, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არჩეული მათი წევრები, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კრებას ვერ ესწრებოდნენ, ამიტომ ფრაქციებისთვის ეთხოვათ შესაფერი ზომების მიღება და კომისიის შევსება ახალი კანდიდატებით: სოც. დემ. ფრაქციიდან წარმოედგინათ ნ. ჟორდანია, სოც. ფედ. – გ. რცხილაძე, ნაც. დემ. – გ. გვაზავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საქართველოს ეროვნული საბჭოს კანცელარიის გამგისთვის ეთხოვათ, რომ საკონსტიტუციო კომისიის საქმისმწარმოებლად დანიშნულიყო დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, საბიბლიოთეკო წიგნების სიის შედგენა სამსონ დადიანისთვის დაევალებინათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე პავლე საყვარელიძეს თბილისის ყველა სამკითხველოს დათვალიერება და დროებით ყველა საჭირო წიგნის ჩამორთმევა დაავალეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, კომისიის სხდომებზე დასასწრებლად მოეწვიათ მცოდნე პირები: გიორგი ნანეიშვილი, ლაზარე შურგაია, ივანე ზურაბიშვილი, იური ფაღავა.

