საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90195

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სარწმუნოების კომისიის შემადგენლობა: გიორგი ცინცაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, ალექსანდრე წერეთელი, რაფიელ ივანიცკი და მიხეილ მაჩაბელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, სახელმწიფო დაწესებულებათა გაუქმების ან რეორგანიზაციის შედეგად შტატგარეშე დარჩენილ მოსამსახურეთა დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტი გადაეცა შრომისა და იურიდიულ კომისიას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, მამულებზე ნასყიდობის ან საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონი გადაეცა აგრარულ და იურიდიულ კომისიებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი, სახალხო გვარდიის შედგენის კანონი სამხედრო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე ნიკოლოზ ჩხეიძემ წაიკითხა და დასამტკიცებლად წარადგინა სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო სრულ ნდობას უცხადებდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ მთავრობას. წინადადება ერთხმად მიიღეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე გერონტი ქიქოძემ წაიკითხა ნაციონალ-დემოკრატების პროექტი, რომლის თანახმად მთავრობის სამხედრო, აგრარული და ფინანსური პოლიტიკა საფრხეს უქმნიდა ქვეყანას. საბჭო საჭიროდ თვლის მთავრობის ორგანიზებას კოალიციური პლატფორმის საფუძველზე, სახელმწიფოებრივ და სოციალისტურ ელემენტებს შორის პარიტეტის პრინციპით. აღნიშნული პროექტი არ დამტკიცდა საბჭოს მიერ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 ივნისის დადგენილებით საერთო საფუძველზე შტატების შემცირების შესახებ, უშტატოდ დარჩნენ გზათა სამინისტროს  სამეურნეო ნაწილის თანამშრომლები: საქმეთა მწარმოებელი მიხეილ ბელოზერსკი, საქმეთა მწარმოებლის დამხმარე გიორგი აზვესტოპულო; დაქირავებული მოსამსახურეები: ელენა ლომანოვა, ანა რომანენკო, ანტონ ჟღენტი, ანტონ ხოდაროვკი, გიორგი ჩიქოვანი, ალექსანდრე ჭილაძე, გიორგი კუცერუბოვი, მიხეილ ადამოვი, დიმიტრი კლიმენკო, პავლე პიატენკო, თეოფილ დუმინიკი. ხელს აწერს ოლქის უფროსი, ინჟინერი გიორგი თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 ივლისს გზათა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების უფროსმა ინჟინერმა ა. ი. ვეისმა კანცელარიის გამგეს განყოფილებისთვის საკანცელარიო ნივთების გამოყოფა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 17 ივნისს ეკატერინე ბეჟანიშვილ-ეპიტაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს გაუგზავნა თხოვნითი ხასიათის ბარათი. ის ითხოვდა კანცელარიაში დასაქმებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ორი წელი მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) თბილისის ქართულ გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად ექვსი წელი მუშობდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის პირადი საქმის მიხედვით, მისი მისამართი იყო თბილისი, საშუალო სასწავლებლის კურსები.

1918

ტიპი: თანამდებობა

ნინო ვასილის ასული აკოფოვა (აკოფაშვილი) ქუთაისის ქალთა მთავრობის გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად სამი წელი მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით მიხაილოვის სახელობის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის სწავლების უფლება მისცეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს სიმონ ჯაფარიძეს განათლების მინისტრის ბრძანებით თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის სწავლების უფლება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს ანტონ კაკტინს განათლების მინისტრის ბრძანებით მიეცა უფლება, ესწავლებინა ლატინური ენა გორის ქალთა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ივნისს კალისტრატე ღიბრაძე განათლების მინისტრის ბრძანებით აცანის დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს გზათა სამინისტროს კომისარმა მ. სავიცკიმ ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს სთხოვა, მისთვის მიეწერათ რომელი დოკუმენტებით ჩანდა, რომ მეისრე ევგენი მათურელოვი დროებით იყო მივლინებაში გაგზავნილი. ფაქტი ხელმოწერით მდივანმა პისტრიაკოვიმ დაადასტურა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 ივნისს აპოლონ ივანიცკმა (მღვდელი, გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, მასწავლებლობდა სახალხო სკოლებში) განათლების მინისტრს სახალხო სკოლების მეთვალყურის თანამდებობა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, იღებდნენ თუ არა ხელფასს იმ ეტაპზე ბათუმის ქართული სკოლის პედაგოგები და რამდენს შეადგენდა თითოეულის წლიური ანაზღაურება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილების თავმჯდომარეს, გრიგოლ ელიავას წერილი გაუგზავნა და სთხოვა, ეცნობებინა, რა თანხა ჰქონდა განყოფილებას და სად ინახავდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 19 ივნისს სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ვლადიმერ გობეჩია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივნისის ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N17 დაიბეჭდა ნინო ტყეშელაშვილის ლექსი „ევა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 20 ივნისის ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N17 რედაქტორმა კატო მიქელაძემ გამოაქვეყნა ემელინ პანკჰერსტის „ჩემი ცხოვრება“ (წერილები სუფრაჟისტკისა), რომელშიც გადმოსცემს თავის ავტოგრაფიას.