რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ოდესიდან თბილისში ჩამოსულმა ოდესელი ვაჭრის წარმომადგენლებმა, რაშკევიჩმა და პოგრებეცკიმ, დიდძალი ძვირფასი საქონელი ჩამოიტანეს, რომელიც კონტრაბანდა აღმოჩნდა.
1960
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1960 წელს გიორგი მიხეილის ძე ჯიღაურს საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინრის წოდება მიენიჭა.
1843
ტიპი: თანამდებობა
1843-64 წლებში იოვანე გიორგის ძე მიქაძე მერჯევის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წელს იოვანე ეგნატეს ძე ნიკურაძე მელაურის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 25 ნოემბერს სათავადაზნაურო თეატრში დაკლებული ფასებით წარმოადგინეს ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი 5-მოქმედებიანი მელოდრამა „პარიზის ღარიბ-ღატაკთ".
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ბესარიონ ნიკოლოზის ძე გიგაშვილი მაჩიტაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი რუსეთ-იაპონიის ომის (1904-05) მონაწილე იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.
1841
ტიპი: თანამდებობა
1841 წელს ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა, მაგრამ 1924 წლის აჯანყების მოსამზადებლად უკან მალევე დაბრუნდა.
1904
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1904 წელს ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე ქართველ რევოლუციონერთა ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
I მსოფლიო ომის დროს ცორვიძე კავკასიის ფრონტზე, მე-8 მსროლელთა პოლკში, იბრძოდა.
1981
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1981 წელს სულხან თევდორეს ძე ცინცაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903-1905 წლებში ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე გაზეთ „საქართველოს“ რედაქტორი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იასონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძემ სოფელ დიდ ჯიხაიშის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 15 მანეთი და 55 კაპიკი შესწირა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913-17 წლებში გრიგოლ პარმენის ძე წერეთელი სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს სოფელ ამაშუკეთის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს შემწეობა აღმოუჩინეს სერგო დოლიძემ, ალექსანდრე ხოფერიამ, სიმონ ჩიხლაძემ, ვლადიმერ ალავიძემ, ილია ვადაჭკორიამ, ნესტორ ჯაგანიამ, დიმიტრი გოცირიძემ.
1818
ტიპი: თანამდებობა
1818 წელს პავლე დავითის ძე ნოზაძე სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1873
ტიპი: თანამდებობა
1878-83 წლებში ლავრენტი გრიგოლის ძე წერეთელი სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1913 წლებში პარმენ ფარსადანის ძე წერეთელი სოფ. მოძვის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.